“მარიენბურგის ციხესიმაგრე” – (ეპიზოდი)
“მარიენბურგის ციხესიმაგრე” - რომელიც დღეს თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და არა მარტო პოლონეთის,არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის შესანიშნავ ძეგლსაც წარმოადგენს (იგი იუნესკოს მიერ 1997 წელს,მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი),ერთი მეტად საინტერესო ისტორიის მქონე ციხესიმაგრე გახლავთ.საფუძველი,ამ დიდებული ციხესიმაგრის დაარსებას,ისტორიული დოკუმენტების თანახმად 1274 წელს ჩაუყარა “ტევტონთა ორდენმა”.1280 წლიდან აღნიშნული სიმაგრე ტევტონთა ორდენის მაგისტრების რეზიდენციასაც წარმოადგენდა.1480 წელს “მარიენბურგის ციხესიმაგრეს” პოლონელებმა ალყა შემოარტყეს.თუმცა ალყა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა,რადგან ტევტონთა ორდენი დაქირავებულ ბოჰემიელებთან ერთად კარგად იცავდა თავს.ალყის გაჭიანურებამ ტევტონთა ორდენის წევრებს ფინანსური რესურსი ამოუწურა.ფინანსური მარაგის ამოწურვამ ბოჰემიელ-დაქირავებულების გასასტუმრებელი ვალების არქონაც გამოიწვია.ამიტომ “ტევტონთა ორდენმა” მიიღეო გადაწყვეტილება,”მარიენბურგის ციხესიმაგრე” ვალის სანაცვლოდ გადაეცათ დაქირავებულებზე,რაც აღასრულეს კიდეც.დაქირავებულმა ბოჰემიელებმა,რომელთათვისაც მნიშვნელოვანი გახლდათ ფული და არა ციხე-სიმაგრე,თავის მხრივ იგი მიჰყიდეს თავად მოალყე პოლონელებს,რომლებმაც სისხლის ღვრის გაგრძელებას მისი ყიდვა ამჯობინეს.მას შემდეგაც “მარიენბურგის ციხესიმაგრე” არაერთი ისტორიული ფაქტის მოწმე გამხდარა,თუმცა ასეთი გასაოცარი შემთხვევა,აღარ განმეორებულა.დღესდღეობით იგი ტურისტებისათვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილად არის ქცეული მისი საოცარი ისტორიისა და დიდებული სილამაზის გამოისობით. (ავტორი გენია.ჯი)