“ბერენიკეს თმები”
“ბერენიკეს თმები” - ასტრონომიაში, ჩრდილოეთის ცის მცირე ზომის,კაშკაშა ვარსკვლავებს მოკლებული ის თანავარსკვლავედია,რომელიც 64 ვარსკვლავისაგან შედგება.თანავარსკვლავედი მდებარეობს გალაქტიკის ჩრდილოეთ პოლუსზე.იგი განთავსებულია მენახირის, ქალწულის,ლომისა და მწევრების თანავარსკვლავედებს შორის.“ბერენიკეს თმები” არ შედგება განსაკუთრებულად კაშკაშა ვარსკვლავებიდან. (ავტორი გენია.ჯი) იმ ვარსკვლავებს შორის,რომელიც აღნიშნულ თანავარსკვლავედშია თავმოყრილი,ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახლავტ,სახელწოდებით – “ვერონიკას თმები”.სიკაშკაშის მხრივ მეორე ვარსკვლავი თანავარსკვლავედში – “დიადემაა”.ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამო,ეს თანავარსკვლავედი ერთ-ერთი ყველაზე პატარა და მკრთალი თანავარსკვლავედია გალაქტიკაში”.ბერენიკეს თმების” მიმართულებით მდებარეობს მრავალი გარეგალაქტიკური ნისლეული. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ჩვენი გალაქტიკის ჩრდილოეთ პოლუსი.საქართველოდან ”ბერენიკეს თმების” თანავარსკვლავედზე დაკვირვებისათვის,ყველაზე მოსახერხებელი დრო გაზაფხულია.თავად სახელი “ბერენიკეს თმები”,მას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში მიანიჭეს.კალიმაქსეს ლეგენდის მიხედვით,სახელი მიენიჭა ელინისტური-ეგვიპტის მეფის პტოლემე III ევერგეტესის,მეუღლის – ვერონიკას მიხედვით (მას – “ვერონიკას თანავარსკვლავედსაც” უწოდებენ),რომელმაც თავისი ლამაზი თმები შეიჭრა და სირიელებზე გამარჯვების აღსანიშნავად შესწირა აფროდიტეს ტაძარს.მეორე დღით დიდმა ასტრონომმა და იმ დროინდელმა სასულიერო პირმა კონონმა განაცხადა,რომ შესაწირი მიღებული იყო და ამის დასამტკიცებლად მოიყვანა მაგალითი,რომ ცაზე ნახა ვერონიკას თმის მაგვარი ახალი ვარსკვლავები.მიუხედავად იმისა,რომ ამ თანავარსკვლავედის არსებობის შესახებ ასტრონომებისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მსოფლიო ისტორიის უძველესი ეპოქებიდან,მისი ასტრონომიულ რუკაზე დატანა განხორციელებულ იქნა,გენიალური დანიელი ასტრონომის ტიჰო ბრაგეს მიერ,მხოლოდ XVI საუკუნეში. (ავტორი გენია.ჯი)