სელიმ I – “ეპიზოდი”

ოსმალეთის რიგით მე-9 სულთანი და 88-ე ხალიფა - სელიმ I იავუზი (მოიხსენიებდნენ,როგორც სელიმ “მრისხანე”),რომელიც ქვეყანას განაგებდა 1512-1520 წლებში,განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა “შიიზმთან” და ზოგადად,შიიტების წინააღმდეგ ბრძოლით.საკუთარი მმართველობა,თავისი ორი ძმის დახრჩობით დაიწყო.ამავე დროს,ერეტიკოსებად გამოაცხადა ყველა შიიტი,ხოლო უმთავრეს მტრად ირანის შიიტი სულთანი – ისმაილ შაჰი,მიიჩნია.სანამ ირანის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა,მანამ საკუთარ იმპერიაში დაიწყო – “წმინდა ომი” შიიტთა წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი) მისივე გადაწყვეტილებით ოსმალეთის იმპერიაში ყველა შიიტი ფიზიკურად უნდა განადგურებულიყო.1513 წელს შეადგინეს შიიტების სიები,რომლებშიც 40 ათასიდან 50 ათასამდე აქტიური შიიტი და მათი მალულად  მიმდევარი იქნა შეყვანილი,ასაკი კი ნუსხაში შეყვანილი შიიტური რწმენის  ადამიანებისა 7 წლიდან – 70 წლამდე მერყეობდა.ამ ადამიანთაგან,სელიმ მრისხანეს ბრძანებით ვერცერთი ცოცხალი ვერ გადარჩა.ისინი უმოწყალოდ იქნენ განადგურებული.მანვე შიიზმთან ბრძოლის დევიზით გამოვიდა სეფიანთა ირანის წინააღმდეგ და 1514 წელს “ჩალდირანის ბრძოლაში” დაამარცხა შაჰ-ისმაილ I.ამ გამარჯვებით ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო სირია,პალესტინა,ჩრდილოეთ ერაყი,სომხეთი და მოგვიანებით ეგვიპტე.სელიმ I-ის გამარჯვებებმა,საბოლოო ჯამში,მუსულმანთა წმინდა ქალაქებისაგან – მექასგან და მედინასგან,ოსმალეთის სულთნის უზენაესობის აღიარება გამოიწვია.სელიმ I მრისხანე 1520 წლის 22 სექტემბერს,54 წლის ასაკში გარდაიცვალა ქალაქ ჩორლუში.ისტორიაში,სწორედ მის სახელს უკავშირდება “ოსმალეთის იმპერიის” გაბატონება აღმოსავლურ ქვეყნებში.სელიმის შემდეგ ტახტზე ავიდა მისივე ვაჟი – სულეიმან I,რომელიც ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში შევიდა,როგორც  - სულეიმან I “შესანიშნავი” და “კანონმდებელი”. (ავტორი გენია.ჯი)