კოსტა-რიკა – “ეპიზოდი”

1502 წელს,ქრისტეფორე კოლუმბმა და მისმა თანმხლებმა ეკიპაჟის წევრებმა,აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანა ცენტრალური ამერიკისა კოსტა-რიკა.როდესაც ისინი კოსტა-რიკის მიწაზე გადავიდნენ,გაოცებული დარჩნენ,მაშინ,როდესაც იხილეს ადგილობრივი მოსახლეობის უამრავი ოქროს აღკაზმულობა.ევროპელთა აზრით,ისინი ერთ-ერთ იმ უმდიდრეს ქვეყანაში მოხვდნენ,სადაც მათი წარმოდგენით ძვირფასი ლითონების მრავალი საბადო უნდა არსებულიყო.სწორედ ამიტომ,მათ ახალაღმოჩენილ ქვეყანას – კოსტა-რიკა უწოდეს,რაც – “მდიდარ ნაპირს” აღნიშნავს.მიუხედავად იმისა,რომ ქვეყანა მართლაც უმდიდრესია ფლორისა და ფაუნის უიშვიათესი სახეობებით,ევროპელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი,მაინც ძვირფასი ლითონები იყო.კოლუმბისა და მისი ეკიპაჟის წევრების ვარაუდი,ოქროთი მდიდარი ქვეყნის აღმოჩენის შესახებ,მალევე მცდარი აღმოჩნდა.როგორც მოგვიანებით გაირკვა – კოსტა-რიკა,სხვა ახალაღმოჩენილ ქვეყნებს შორის,ერთ-ერთი ყველაზე უღარიბესს წარმოადგენდა.მიუხედავად ამისა,ქვეყნას კოლუმბის მიერ დარქმეული სახელწოდება კოსტა-რიკა ანუ “მდიდარი ნაპირი”,სამუდამოდ შემორჩა. (ავტორი გენია.ჯი)