“პირველი საყოველთაო გაფიცვა ისტორიაში”
“პირველი საყოველთაო გაფიცვა” ისტორიაში,რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული,განხორციელდა ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის დროს ძვ.წ.აღ-ით 1540 წელს.იმ პერიოდში გაიფიცნენ ეგვიპტური დასახლება დერ-ელ-მედინას მაცხოვრებლები,რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობას იღებდნენ პირამიდების მშენებლობაში.მიზეზი საყოველთაო გაფიცვისა,რაღა თქმა უნდა გასამრჯელო გახლდათ,რომლის გადახდაც მათ პირამიდების მშენებლობის ხელმძღვანელებმა შეუწყვიტეს.ხელფასის სახით კი ისინი არა თანხას,არამედ პროდუქტებს – ზეთს,ბოსტნეულს,თევზს,პურსა და ქერს იღებდნენ.აღსანიშნავია,რომ ზოგიერთი წყაროს თანახმად,საყოველთაო გაფიცვები ჩვ.წ.აღ-მდე 1070 წელსაც დაფიქსირდა ეგვიპტეში პირამიდების მშენებლობის დროს.ევროპაში დოკუმენტალურად დადასტურებული ფაქტი,პირველი ცნობილი გაფიცვისა,ძველ რომში ჩვ.წ.აღ-მდე 309 წელს განხორციელდა.გაფიცვას სათავეში ედგა,იმ პერიოდის ცნობილი რომაელი მუსიკოსი არისტოსი და სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიფიცნენ ძველი რომაელი მუსიკოსები.გაფიცვის მიზეზი კი,მუსიკოსთათვის საკვების მცირე ულუფა და შესაბამისად მისი უკმარისობა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)