“აბჰაიაგირი ვასინაჰი” – (საიდუმლო ტყის სკოლა)

ცნობილმა ჩინელმა მოგზაურმა ფა-სიენუმ,ცეილონის კუნძულზე ერთ-ერთი მოგზაურობისას აღმოაჩინა ისტორიული ნანგრევები,რომლის კვლევის შედეგადაც დადგინდა,რომ ის გახლდათ ყველაზე საიდუმლო და მისტიკური ფილოსოფიური სკოლის ნაშთები,რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 400 წლით თარიღდება.მას სახელად – “აბჰაიაგირი ვასინაჰი” ერქვა და მოიხსენიებენ,როგორც “საიდუმლო ტყის სკოლა”. (ავტორი გენია.ჯი) იგი მდებარეობდა ცეილონის კუნძულზე აბჰაიაგირის მთაზე,რომელსაც “მამაცების მთადაც” მოიხსენიებდნენ.სკოლაში 5 000-მდე ასკეტი ბუდისტი ბერი ცხოვრობდა,რომლებიც ერთგვარი “ბუდისტთა საძმოც” კი გახლდათ.მათ შორის იყვნენ ისეთი ბერებიც,რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღწიათ – ნირვანასათვის.ასკეტები აღნიშნულ სკოლაში სწავლობდნენ ფილოსოფიურ მოძღვრებას – “მაჰაიანისა” და “ჰიანინს”,ანუ დოქტრინას “დიდისა” და “პატარა” საფეხურების შესახებ.ასევე შეისწავლიდნენ იოგას და სხვა მეცნიერებებს,რელიგიასთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) ამ საოცარ სკოლასთან ერთად,როგორც ცნობილი გახდა ფუნქციონირებდა მონასტერი,რომლის შესახებ ისტორიული ცნობები ძვ.წ.აღ-ით II საუკუნით თარიღდება.თანამედროვე ისტორიისათვის უცნობია ბედი იმ 5 000 ასკეტი ბუდისტი ბერისა,რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ,რადგან მათ შესახებ არანაირი დოკუმენტი აღარ მოიპოვება.არც იმის შესახებ არის რაიმე ცნობილი,თუ სად წავიდნენ სხვა ახალი ასკეტი ბერები აღნიშნული სკოლისა.მეცნიერთა ვარაუდით,ბერებმა კუნძული დატოვეს და ჰიმალაებში,შამბალის მთებში გადაინაცვლეს,სადაც დღემდე უამრავი ბუდისტური მონასტერია განთავსებული. (ავტორი გენია.ჯი)