მორის მეტერლინკი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ბელგიელი მწერალი,ფილოსოფოსი,დრამატურგი და ავტორი ნაშრომებისა ”სიბრძნე და ბედი”,”ორმაგი ბაღი”,”ქვიშის საათი” და სხვები - მორის პოლიდორ მარი ბერნარ მეტერლინკი (1862-1949 წლები),”ნობელის პრემიის” ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში 1911 წელს.ბავშვობაში,მომავალი მწერალი “იეზუიტთა კოლეჯში” იყო მიბარებული. (ავტორი გენია.ჯი) როგორც შემდგომში თავად მორისი აღნიშნავდა,ეს გახლდათ ყველაზე არასასიამოვნო პერიოდი მისი ცხოვრებისა.განსაკუთრებულ უკმაყოფილებას კი იეზუიტი მამების მიმართ გამოთქვამდა.იეზუიტ ბერებთან,სიცოცხლეშივე დაირისპირებამ,საბოლოოდ თავი მისი სიკვდილის შემდეგაც (1949 წლის 5 მაისი) იჩინა.მაშინ,როდესაც იეზუიტმა სასულიერო პირებმა მწერლის ცხედრის,ქრისტიანული წესით დაკრძალვაზე უარი განაცხადეს.ამის გამო – მორის მეტერლინკი,ყოველგვარი ქრისტიანული წესის აგების გარეშე იქნა დაკრძალული,საფრანგეთის ქალაქ ნიცაში. (ავტორი გენია.ჯი)