პაულ თომას მანი – “ეპიზოდი”

დიდი გერმანელი მწერლის,”ნობელის პრემიის” ლაურეატისა და ავტორის ნაწაროებებისა – “ბუდენბროკები”,”დოქტორი ფაუსტუსი”,”სიკვდილი ვენეციაში” და სხვა - პაულ თომას მანის (1875-1955 წლები),ოჯახი საკმაოდ მდიდარი გახლდათ ლიტერატურული ტალანტებით.მისი უფროსი ძმა – ჰენრიხი,ცნობილი დრამატურგი და რომანისტი იყო.თავად თომას მანის შვილები – კლაუსი,ერიკი და ჰოლოც ლიტერატორები გახდნენ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აღსანიშნავია,რომ მანების ოჯახი,არა მარტო მწერლობით,არამედ თვითმკვლელობის მიდრეკილებითაც “გამოირჩნენ”.კერძოდ,თომასის ორმა დამ – იულიამ და კარლამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს.შემდეგ ოჯახს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს,მაშინ,როდესაც თომასის შვილმა – კლაუსმა მოიკლა თავი.თომას მანის ტრაგიკული ცხოვრება,სამშობლოდან დევნამ კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა.მისი გენიალური ნაწარმოები – “ბუდენბროკები”,ფაშისტების მიერ საჯაროდ იქნა კოცონზე დამწვარი.აღსანიშნავია,რომ სწორედ აღნიშნული ნაწარმოები გახლავთ მწერლის საუკეთესო ნაშრომად მიჩნეული დღემდე და სწორედ მან მოუტანა 1929 წელს “ნობელის პრემია” დიდ გერმანელ მწერალს. (ავტორი გენია.ჯი)