“წმინდა მამათა შეგონებანი”
1. სიყვარულის ორგვარი სახეობა ორგვარსავე მოქალაქეობას აღმოაცენებს მთელ ქვეყნიერებაზე: ღმერთის სიყვარული იერუსალიმის მოქალაქედ შეგვქმნის,ღვთის ქალაქისა,ხოლო ამა სოფლის სიყვარული – ბაბილონის მოქალაქედ,ანუ ეშმაკის ქალაქისა.მაშ,დაე,ყოველმან ჩვენგანმა თვითვე ჰკითხოს საკუთარ თავს,თუ ვინ და რა შეჰყვარებია მას და ასე გულისხმა-ჰყოს,თუ რომელი ქალაქის მოქალაქე შექნილა – ღვთის ქალაქისა თუ ეშმაკის ქალაქისა!
“წმინდა იოანე დამასკელი”
2. ღატაკი – ეს არის შენი კარი,შენ თავად კი – ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი.როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს,ისევე მოგექცევა შენც ღმერთი.
“წმინდა გრიგოლ პალამა”
3. ჯვარი და სხვადასხვა მწუხარება ქრისტიანული დროშაა,რომელთა ქვეშაც ქრისტიანი იბრძვის თავისი მეფის – ჯვარცმულისათვის.
“წმინდა პაისი ათონელი” (ავტორი გენია.ჯი)
4. განვედ ჩემგან,სატანა,თორემ დაგცემ ჯვრით,რომლის წინაშეც ძრწის ყოველივე.ჯვარს ჩემი სხეულით ვატარებ; ჯვარს გამოვსახავ სიარულის დროს; ჯვარია ჩემს გულში და ჯვარია ჩემი დიდება!
“წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი”
5. ნამდვილი ადამიანი არის არა ის,ვინც სწორად ლაპარაკობს,არამედ ის,ვინც ცხოვრობს სწორად.
“სახარება”