ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
ყველასათვის ცნობილია,რომ გენიალური მოაზროვნე და ფიზიკოსი - ალბერტ აინშტაინი,შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე.გერმანიაში მიმდინარე ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტზე,დიდმა ფიზიკოსმა,როგორც მევიოლინემ მონაწილეობაც კი მიიღო.საქველმოქმედო საღამოს სხვა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად,ესწრებოდა უამრავი ჟურნალისტიც.ერთ-ერთმა ჟურნალისტმა,რომელიც მოიხიბლა აინშტაინის მიერ შესრულებული კომპოზიციით, (ავტორი გენია.ჯი) გვერდით მდგომ მეორე ჟურნალისტს სთხოვა,ეთქვა მისთვის,თუ ვინ ასრულებდა ამ ნაწარმოებს,რადგან მან ვერ იცნო დიდი მეცნიერი.მოპასუხემ კი უთხრა:
” – როგორ თქვენ ვერ იცანით იგი? ის ხომ თავად ალბერტ აინშტაინია?!”
მეორე დღეს გაზეთები აჭრელებული იყო აინშტაინის შესახებ ცნობებითა და სურათებით.საგაზეთო სტატიებში იგი მოხსენიებული იყო,როგორც ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი და ვირტუოზი მევიოლინე.ამ ფაქტმა აინშტაინი იმდენად აღაფრთოვანა,რომ გაზეთები ყველა მის ახლობელს აჩვენა,რის შემდეგაც მათ ეუბნებოდა:
“თქვენ ფიქრობთ,რომ მე დიდი მეცნიერი ვარ? ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან ცდებით,რადგან მე დიდი მევიოლინე უფრო ვარ,ვიდრე დიდი მეცნიერი.აი,მეგობრებო,სინამდვილეში ვინა ვარ მე!” (ავტორი გენია.ჯი)