სულამიტა - ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – “შულამიტა”,წარმოადგენს ბიბლიურ პერსონაჟს და ერთ-ერთ უმთავრეს გმირს,გაერიანებული ისრაელის სამეფოს ლეგენდად ქცეული მეფის – სოლომონის მიერ დაწერილი – “სოლომონის სიმღერათა სიმღერის წიგნი”-სა.სულამიტას პიროვნების შესახებ უამრავი სხვადასხვა ვერსია არსებობს.როგორც ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს,ზემოთ აღნიშნული წიგნი სოლომონმა,სწორედ მის სატრფოს – სულამიტას მიუძღვნა (აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სულამიტა ბიბლიურ ტექსტებში,მხოლოდ ერთადერთხელ არის მოხსენიებული).(ავტორი გენია.ჯი).მეცნიერთა და ისტორიკოსთა მეორე ნაწილი მიიჩნევს,რომ სულამიტა გახლავთ ტოპონიმი – სუნემისა,ხოლო მესამე ნაწილი მიიჩნევს ჰიპოთეზას იმისა,რომ სულამიტა გახლდათ ერთ-ერთი ბიბლიური პერსონაჟი – ავისაგა სუნამიტიანელი (მეფე დავითის მოსამსახურე ქალი).სხვა წყაროების მონაცემებით იგი გახლდათ უძველესი არაბული სახელმწიფოს – საბას დედოფალი ან ეგვიპტის ფარაონის ქალიშვილი,რომელიც ერთ-ერთ ცოლს წარმოადგენდა,მასზე ძლიერ შეყვარებული სოლომონისა.
“ფოლკლორული ჰიპოთეზების” ერთ-ერთი ჯგუფი,სოლომონის მიერ დაწერილ “სიმღერათა სიმღერას” აღიქვავს ერთგვარ საქორწინო ჰიმნად და მიიჩნევენ,რომ სახელი – სულამიტა,წარმოადგენს სიმბოლური დატვირთვის მქონე სახელს შეყვარებული საქმროსათვის. (ავტორი გენია.ჯი)
მიუხედავად სულამიტას შესახებ უამრავი ვერსიისა,ერთი რამ ცხადზე უცხადესია,რომ “სოლომონის სიმღერათა სიმღერის წიგნის” უმთავრესი გმირი,სწორედ სულამიტა არის,რომელიც საოცარი სილამაზით გამორჩეული ქალი იყო და რომელზეც წიგნის ტექსტების მიხედვით,დიდად გახლდათ შეყვარებული მეფე სოლომონი,თუმცა თავად სულამიტა შეყვარებული გახლდათ ერთ მწყემსზე,რაც ესოდენ აღაშფოთებდა სოლომონის სამეფო კარს.(ავტორი გენია.ჯი).წიგნის დასასრულს მოყვანილია სიუჟეტი,სადაც სულამიტა მოუწოდებს თავის სატრფოს,გაექცეს გამძვინვარებულ მეფეს.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ზემოთ აღნიშნულ წიგნში – სოლომონი,არა მარტო ავტორად არის მოხსენიებული,არამედ ერთ-ერთი უმთავრესი გმირიცაა და ამ სახელითვე არაერთხელ მიმართავს სულამიტა მას.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ წიგნის ავტორი შესანიშნავად იცნობდა პალესტინის გეოგრაფიას და იყო დიდი ინტელექტუალი.სულამიტას პიროვნების შესახებ დავა დღემდე გრძელდება,რადგან მისი პიროვნების ზუსტი იდენტიფიკაცია დღემდე ვერ მოხერხდა. (ავტორი გენია.ჯი)