დორის მეი ლესინგი – “ეპიზოდი”

გამოჩენილ ინგლისელ მწერალ ქალს,ფემინისტს,”ნობელის პრემიის” ლაურეატს 2007 წელს და ავტორს გახმაურებული რომანების სერიისა “კანოპუსი არგოსში” - დორის მეი ლესინგს,გაერთიანებული სამეფოს დედოფლმა – ელისაბედ II-ემ მიანიჭა ერთ-ერთი უმაღალესი წოდების ჯილდო – “ბრიტანეთის იმპერიის ქალი-კავალერისა”.მიუხედავად ასეთი პატივისა,ლესინგმა სასტიკი უარი განაცხადა ტიტულის მიღებაზე და არც დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე გამოჩენილა. (ავტორი გენია.ჯი) მიზეზად კი დორისმა დაასახელა ის,რომ ბრიტანეთის იმპერია,ეს მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ფორმალობა იყო და რეალურად,ბუნებაში არ არსებობდა.ამიტომ,მას არ სურდა ყოფილიყო ისეთი წოდების მატარებელი,რომელიც სინამდვილეში,მხოლოდ ფორმალური და სიმბოლური ხასიათის იყო,ვიდრე რეალურის. (ავტორი გენია.ჯი)