გასტონ ლუი ალფრედ ლერუ – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ფრანგი მწერალი,აღიარებული დეტექტიური ჟანრის ოსტატად,ავტორი ცნობილი ნაწარმოებებისა “ოპერის მოჩვენება”,”მოჯადოებული სავარძელი” და “განძის მაძიებელნი” - გასტონ ლუი ალფრედ ლერუმ (1868-1927 წლები),თავისი პირველი რომანი “განძის მაძიებელნი”,დაწერა გაზეთ – “მატენის”,სარეკლამო აქციის ფარგლებში. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,აღნიშნული გაზეთი ატარებდა რომანი-ვიქტორინას კონკურს მკითხველში,რომლის მიხედვითაც 7 საუკეთესო მკითხველი,რომლებიც ამოხსნიდნენ ამ ნაწარმოებში მოქმედი გმირების რეალურ ვინაობებს,გადაეცემოდათ პრემიალური თანხა 25 ათასი დოლარის ოდენობით.მაგალითად,ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი რომანისა,გახლდათ იმ დროისათვის ცნობილი დამნაშავე – კარტუშა,რომელიც რაღა თქმა უნდა მწერალს გამოყვანილი ჰყავდა სხვა სახელის მქონე პერსონაჟად.ამიტომ,მკითხველს ნაწარმოებში უნდა ამოეცნო თუ ვის გულისხმობდა მწერალი ამა თუ იმ პერსონაჟში.გასტონ ლუი ალფრედ ლერუს,პირველი რომანი (დაწერილი 1903 წელს),რომელსაც დღეს – “განძის მაძიებელნის” სახელით ვიცნობთ,ფრანგულ გაზეთ – “მატენში”,თავის დროზე დაიბეჭდა,სხვა სახელწოდებით – “თეოფრასტე ლონგის ორმაგი ცხოვრება”. (ავტორი გენია.ჯი)