“ანტიკური ხანის” მეცნიერება
“ანტიკური ხანა” - მსოფლიო ისტორიაში ცნობილია იმ უნიკალური აღმოჩენებითა და მიღწევებით,რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს კაცობრიობის ისტორია.მათ შორის “ანტიკურ ხანას” ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მეცნიერების,ტექნიკის,ლიტერატურის,არქიტექტურის,ხელოვნებისა და თეატრის განვითარებაში.ამ პერიოდმა უდიდესი როლი ითამაშა ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის განვითარების ზენიტში აყვანაზე.ეს გახლდათ კაცობრიობის ისტორიის პროგრესის ხანა. (ავტორი გენია.ჯი) პირველმა მეცნიერულმა თეორიებმა (ატომიზმი) ჩამოყალიბება დაიწყეს,სწორედ ანტიკურ ხანაში: თეოფრასტეს – ბოტანიკა,პტოლემეს – ასტრონომია,არისტოტელეს – ფიზიკა,ევკლიდეს – გეომეტრია და სხვა.მიუხედავად აღმოსავლეთის ქვეყნების დიდი დამსახურებისა მეცნიერებაში,მეცნიერების სამშობლოდ მაინც ძველი საბერძნეთი მიიჩნევა,სადაც პირველად წარმოიშვა თეორიული მეცნიერება,რომელმაც თავის მხრივ წარმოქმნა წარმოდგენა ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროზე.რკინის ლოგიკითა და ყველა ფაქტით დასტურდება,რომ სამეცნიერო მეთოდი ძველი საბერძნეთისა ყველაზე დახვეწილი და ყველაზე სრულყოფილი გახლდათ მაშინდელ მსოფლიოში.იგი ძირეულად განსხვავდებოდა ძველი ეგვიპტის,ბაბილონისა და სხვა ქვეყნების მეცნიერებებისაგან.აღმოსავლელი მეცნიერები აყალიბებდნენ ფორმულირებას ამა თუ იმ მეცნიერებისა,თუმცა ძველი ბერძნებისაგან განსხვავებით მათ არ ხსნიდნენ.ბერძენი სწავლულები კი არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ თავიანთ თეორემებს ამა თუ იმ საკითხებზე.პითაგორას სკოლაში დაიწყო და საფუძველი ჩაეყარა მათემატიკის განვითარებას.არქიმედე სირაკუზელი ყველა დროის იმ ერთ-ერთ უდიდეს მათემატიკოსად არის მიჩნეული,რომელმაც შემოიღო ციფრთა სისტემა.ჰერონ ალექსანდრიელმა აღმოაჩინა სიბრტყითი,ხოლო ჰიპარქემ სფერული ტრიგონომეტრიები.თეორემებითა და აქსიომებით,რომლებიც შემოღებულ იქნა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში,დღესაც სარგებლობს თანამედროვე მეცნიერება.ამავე ეპოქაში განვითარდა – ასტრონომია და გეოგრაფია. (ავტორი გენია.ჯი) ერატოსთენემ ფაქტიურად ზუსტად აღწერა დედამიწის წრეხაზი,რაც ვერ შესძლო პერიფათეტიკმა დიკეარქემ.უამრავი აღმოჩენა იქნა გაკეთებული კოსმოლოგიაში.ჯერ კიდევ პითაგორელებმა უარყვეს არსებული სისტემა გეოცენტრიზმისა და შეიმუშავეს ჰიპოთეზა ღერძის არსებობისა,თუმცა ამის დადასტურება ვერ შეძლეს.მოგვიანებით ამ თემას დიდმა არისტოტელემ მიუბრუნდა.არისტოტელეს მოსწავლე ჰერაკლიდე პონტიელმა დაადგინა,რომ დედამოწა ღერძის გარშემო ბრუნავდა,თუმცა მანაც ვერ დაამტკიცა იგი.ანტიკურ ხანაში მოხდა ასევე უამრავი აღმოჩენა – ფიზიკაში,ზოოლოგიაში,ბოტანიკაში,გეოლოგიაში,ქიმიასა და სხვა მეცნიერებებში.ამიტომ არის პირველი საგანმანათლებლო სისტემის უდიდესი ეპოქა – “ანტიკური ხანა”,რომელმაც განავითარა მეცნიერება და ჩამოაყალიბა სრულიად ახალი იმ დროისათვის მხედველობა ადამიანებისა,მათ ირგვლივ შექმნილი გარემოებების და შესაძლებლობებისა.ანტიკური ხანა,მართლაც ოქროს ასოებით არის შესული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემის ახლებური ჩამოყალიბებისა და ღერძი მიუხედავად უამრავი ქვეყნის ამ სფეროში წარმატებისა,მაინც – “ძველი საბერძნეთია”. (ავტორი გენია.ჯი)