“კაპეტინგების დინასტია” – (ეპიზოდი)
ყველაზე დიდ და გავლენიან სამეფო დინასტიად ევროპაში დღემდე მიჩნეულია “კაპეტინგების დინასტია”.აღმავლობის ხანა აღნიშნული დინასტიისა,იწყება საფრანგეთში 987 წლიდან – ჰუგო კაპეტის გამეფების შემდეგ და გაგრძელდა 1328 წლამდე.ჰუგო კაპეტი,თავის მხრივ მიიჩნევა “კაპეტინგების დინასტიის” ფუძემდებლად საფრანგეთის სამეფო ტახტზე და გაერთიანებული საფრანგეთის პირველ მეფედ.1328 წელს გარდაიცვალა შარლ IV (ლამაზი),რომლის შემდეგაც “ვალუების დინასტია” იკავებს სამეფო ტახტს.გენეაგოლოგიურად კაპეტინგების გვარი ვალუების მონათესავე იყო და სწორედ ამიტომაც იყოფიან ისინი – “უფროს თაობად” და “ვალუების შტოდ”.ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები დინასტიისა გახლდნენ – ფილიპე II ოგიუსტი (მეფობდა 1180-1223 წლები),ლუდოვიკ IX წმინდა (მეფობდა 1226-1270 წლები),ფილიპე IV ლამაზი (მეფობდა 1285-1314 წლები) და შარლ IV ლამაზი (მეფობდა 1316-1328 წლები).”კაპეტინგების დინასტიიდან”,დღემდე თანამედროვე ევროპის ორი წარმომადგენელია სამეფო ხელისუფლებაში.ესენი გახლავან – ესპანეთის მეფე ხუან-კარლოსი და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ჰენრიხი. (ავტორი გენია.ჯი)