დაგდა

დაგდა - წარმოადგენდა ირლანდიური მითოლოგიის ღვთაებას (კარგ,კეთილ ღმერთს),რომელიც გახლდათ ერთ-ერთი მთავარი ღმერთი ლუგომთან და დუანუსთან ერთად.იგი ღვთაება დანუს მოდგმის წარმომადგენელი იყო.გარდა ამისა,დაგდა მოხსენიებულია,როგორც – ეოაჰიდ ოლატარი (საყოველთაო მამა) და რუად როფესი (ალი ყოვლისმცოდნე).მის შესახებ მთავარი წყარო გახლავთ საგა სახელწოდებით – “ბრძოლა მაგ ტუირედისათვის”,საიდანაც ვგებულობთ,რომ დაგდა მთავარი მეფე,მას შემდეგ გახდა,რაც დაიჭრა ბრძოლაში დუანუ. (ავტორი გენია.ჯი) კელტებს დადგა მრავალ ძველირლანდიურ ლეგენდებში ჰყავდათ მოხსენიებული.მას გამოსახავდნენ,როგორც დიდ ბუმბერაზს,ცალ ხელში შუბით,რომლითაც კლავდა მტრებს,ხოლო მეორე ხელით კი აღადგენდა მკვდრეთით მიცვალებულებს.გადმოცემის თანახმად დაგდა ცხოვრობდა ბრუიგის ბორცვზე.ღვთაება ბოანისაგან შეეძინა ვაჟი – ენგუს მაკ ოკი.კელტების წარმოდგენით სწორედ ის განაგებდა ჭექა-ქუხილსა და სხვა ბუნებრივ მოვლენებს.მას ამ თვისებების გამო ხშირად ადარებდნენ გალური მითოლოგიის ღვთაებებს – სუკელომსა და ოგნიემს.ირლანდიური მითოლოგიის მიხედვით,მას გააჩნდა ორი ჯადოსნური არფა – დაურდაბლა და კოირ კეტარკუირი,რაც მას ერთგვარად წარმოაჩენდა მელოდიის მოყვარულ ღვთაებადაც.დაგდა გახლდათ ის კელტური მითოლოგიის ღმერთი,რომელიც ამარცხებდა ყველას,ვინც კი მის წინააღმდეგ გამოვიდოდა.  (ავტორი გენია.ჯი)