კლავდიუს ელიანე – “უძველესი ადათ-წესები”
1. კუნძულ სარდინიაზე ასეთი ტრადიციაა: ვაჟები კეტებით კლავენ თავიანთ დაბერებულ მშობლებს და შემდეგ მიაბარებენ მიწას.რადგან,მათი აზრით,დაუძლურებული მოხუცების სიცოცხლე სამარცხვინოა.ასაკთან ერთად ხომ მოხუცთა სხეულთ ძალა ეცლება.ამავე სარდინიელებში ისეთი კანონიცაა,რომელიც მცონარებას (სიზარმაცე) გმობს.ზარმაცი ადამიანი უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და განმარტოს,რა სახსრებით ირჩენს თავს,მაშინ როდესაც თავად არ მუშაობს. (ავტორი გენია.ჯი)
2. ბიბლოსის მკვიდრი გზაზე ნაპოვნს ხელს არ მოჰკიდებს,ამგვარ ქცევას დანაშაულად მიიჩნევენ.
3. ასირიელები ერთ რომელიმე ქალაქში შეკრებენ ყველა სრულწლოვან გასათხოვარ ქალიშვილს და საჯარო წესთ ასაღებენ: ამ წესით ნაყიდ ქალწულს საპატარძლოთ იძენენ.
4. ლიდიელებში მიღებულია,რომ ქალიშვილები გათხოვებამდე თავისუფლად,ქორწინების შემდეგ კი მოკრძალებულად ცხოვრობდნენ.ერთგულების დამრღვევს შეწყალების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
5. ლევკანოში ასეთი წესი არსებობს: თუკი მზის ჩასვლის შემდეგ მოსულ მგზავრს ვინმეს სახლში შესვლა მოუნდება,მასპინძელი კი უარს იტყვის მის მიღებაზე,იგი უცხოელის გამო და,ჩემი აზრით,სტუმართმოყვარე ზევსისგანაც დაისჯება,როგორც სტუმართმოყვარეობის ადათის დამრღვევი. (ავტორი გენია.ჯი)
6. ილირიელ დარდანელებს,როგორც მსმენია,მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ სამჯერ განბანენ: ქვეყნად მათი მოვლინებისთანავე,ქორწინებისა და სიკვდილის ჟამს.
7 ინდოეთის მცხოვრებნი არც სესხს გასცემენ და არც მევახშეობით იღებენ ვალს.მათთან არც სხვებს ატყუებენ და არც სხვას არავის ატყუებიებენ თავს.ამიტომაც მათთვის უცნობია სესხის ხელწერილებიცა და საწინდარიც. (ავტორი გენია.ჯი)
8. კოლხები თავიანთ მიცვალებულებს ტყავში ახვევენ და ხეებზე კიდებენ.