ადამანტეს მიმართვა – სოკრატეს…
- ვინ გაბედავს,სოკრატე,რაიმე დაუპირისპიროს შენს მოსაზრებებს? მაგრამ თუ იცი,რას განიცდიან შენი მსმენელები,როცა საკუთარ აზრს გამოთქვამ? რაკი არც კითხვების დასმა შეუძლიათ და არც პასუხის გაცემა,ასე ჰგონიათ,რომ შენი მსჯელობა ყოველი კერძო საკითხის ირგვლივ,მეტად თუ არა,ოდნავ მაინც აშორებთ ჭეშმარიტებას; (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ როცა ერთ “ოდნავს” მეორე ემატება,მეორეს – მესამე და ასე შემდეგ,მათი ჯამი ერთ უხეშ შეცდომად იქცევა,მკვეთრად რომ უპირისპირდება შენი მსმენელების თავდაპირველ განწყობას.როგორც ძლიერი მოშაშე სუსტს,ბოლოს და ბოლოს,სვლის გაკეთების საშუალებას აღარ უტოვებს,შენი მსმენელებიც,ადრე თუ გვიან,ჩიხში ემწყვდევიან და კრინტის დაძვრასაც ვერ ახერხებენ იმ თავისებურ თამაშში,სადაც კოჭების მაგივრად სიტყვებს იყენებენ.მაგრამ,კაცმა,რომ თქვას,ეს როდი წყვეტს საქმეს. (ავტორი გენია.ჯი) ყველას შეუძლია აღიაროს,რომ ვერაფერს დაუპირისპირებს შენს მსჯელობებს,ვერცერთ საკითხზე.თუმცა ამ მხრივაც უნდა განვიხილოთ საქმე: ვინც ფილოსოფიას ეწაფება,მაგრამ ახალგაზრდობაში გარკვეული განათლების შესაძენად კი არა,არამედ თითქმის მთელ სიცოცხლეს სწირავს მას,უმეტესწილად უცნაურზე უცნაურია,რომ არა ვთქვა – უქნარა და უმაქნისი-მეთქი, და თვით ისიც კი,ვინც ყველაზე გონიერი ჩანს,სხვას ვერაფერს იძენს ფილოსოფიის შესწავლით,რასაც შენ ასე აქებ და ადიდებ,გარდა იმისა,რომ სრულიად უსარგებლო ხდება სახელმწიფოსათვის”. (ავტორი გენია.ჯი)