პლატონი – “ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეულ ძველბერძენ ფილოსოფოსებს - პლატონსა და მის ყოფილ მოსწავლეს არისტოტელეს შორის,რომ მეტად დაძაბული ურთიერთობა სუფევდა,ყველასათვის ცნობილი ფაქტია.ზოგიერთი უძველესი ავტორის ცნობით,პლატონისაგან ცოდნის ძირითადი საფუძვლების მიღებისთანავე,ესოდენ დიდ საუნჯედაუფლებულმა მოწაფემ მოიშორა ლაგამი თავისი გენიალური მასწავლებლისა და პლატონის სკოლის წინ თავისი სასწავლებელი გახსნა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იქ დასეირნობდა არისტოტელე თავის მოწაფეებსა და მეგობრებთან ერთად და თავის მასწავლებელს უპირისპირდებოდა.ამ მიზეზთა გამო პლატონმა არისტოტელეს კვიცის სახელი – პოლოსი დაარქვა (მამაკაცის გავრცელებული სახელი ძველ საბერძნეთში,იმავდროულად კვიცსაც აღნიშნავდა).რატომ შეურჩია გენიალურმა პლატონმა თავის ყოფილ მოწაფეს არისტოტელეს ეს სახელი? ცნობილია,რომ კვიცი,როდესაც რძით გაძღება,საკუთარ მშობელს ჩაწიხლავს ხოლმე.აი,პლატონიც ასე ორაზროვნად მიუთითებდა არისტოტელეს უმადურობაზე. (ავტორი გენია.ჯი)