გაგა ნახუცრიშვილი – “გამოგონილი სიტყვები”

იყო სიტყვა… ვიგონებდი სიტყვებს,

იყო ომი,სიყვარული,ფული,

ოკეანეს დაეკარგა სიღრმე,

ცხოვრებაა სიმარტივით რტული.

***

მთებსაც უნდათ,ჩამოვიდნენ დაბლა,

დაიღელნენ ცარიელი ცითაც,

მონატრება უკვე დროში დალბა

და იცხოვრე უსასრულოდ გინდაც.

***

იყო სიტყვა… მელოდია,ჰანგი,

იყო რიცხვი,დიდხანს,დიდხანს ვთვალე,

მალე სურვილს მოედება ჟანგი,

რაც მინდოდა,დავივიწყებ მალე.

***

იყო ღმერთი,იყო ცხვარი,მწყემსიც,

იყო ქალი,თურმე კაბაც ეცვა.

იყო ქრისტე,იყო მგონი ზევსიც

და ვერავინ შეძლო ჩვენი შეცვლა.

***

იყო სიტყვა… ვიგონებდით სიტყვებს,

იყო ომი,სიყვარული,ფული,

ოკეანე ვერ იბრუნებს სიღრმეს,

დაბრუნება არის უფრო რთული.