ოთარ ჭილაძის რომანიდან – „მდგმურები”
„და შენი ცხოვრებაც კროსვორდივით იქნება თავიდან ბოლომდე ამოხსნილი და შევსებული. არც ერთი პატარა ხვრელი ეჭვისა და სინანულისათვის… და შენც შიგ, ამოხსნილი ოცნებების ერთფეროვნებაში იქნები შემძვრალი და შეკეტილი. და იქნება საჭმლის მონელების ხანგრძლივი, ნეტარი პროცესი, განცხრომის და უდარდელობის ჟამი… იქ ვერაფერი ვერ შეაღწევს, ვერც ხმა, ვერც ფერი, რასაც შეუძლია წამით მაინც დააფრთხოს შენი მყუდროება…” – (ავტორი გენია.ჯი)