ჯონ ლოგი ბერდის ბიოგრაფიიდან…
ჯონ ლოგი ბერდი (1888-1946 წლები) – გახლდათ ის დიდი შოტლანდიელი ინჟინერი,რომელმაც საკუთარი სახელი უკვდავყო,როგორც უდიდესმა გამომგონებელმა და ისეთი ინოვაციის დამნერგმა მსოფლიოში,რასაც – მექანიკური სატელევიზიო სისტემის შექმნა ჰქვია.მან დააპროექტა პირველი სატელევიზიო მოქმედი სისტემა,რასაც ფართო საზოგადოებისათვის დემონსტრირება გაუკეთა 1926 წლის 25 მარტს ლონდონში მდებარე – “სელფრიჯესის” მაღაზიაში. (ავტორი გენია.ჯი) მანამდე კი,1924 წლის თებერვლის თვეში,წარმოადგინა ექსპერიმენტალური,მექანიკური სატელევიზიო სისტემა,რომელსაც შეეძლო მოძრავი გამოსახულების ჩვენება.მიუხედავად იმისა,რომ მას შემდეგ ეს ტექნოლოგია უმაღლეს დონეზე დაიხვეწა,საწყისი ტელევიზიის საფუძვლებისა,სწორედ ამ დიდი შოტლანდიელი ინჟინერიდან მომდინარეობს.ჯონ ლოგი ბერდი დაიბადა 1888 წლის 14 აგვისტოს ჰელენსბურგში.საშუალო სკოლის დასრულების შემდგომ,სწავლა განაგრძო შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში მდებარე ტექნიკურ კოლეჯში.პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ,მომავალ გამომგონებელსა და ინჟინერს ხელი შეუშალა სადოქტორო დისერტაციის დაცვაში და ამ საკითხს იგი შემდგომში აღარც დაბრუნებია.1923 წელს ინგლისურ ქალაქ ჰანსტინგში გახსნა სახელოსნო და ხანგრძლივი,შრომატევადი მუშაობის შემდეგ,ჯონ ლოგი ბერდმა შექმნა ისეთი სატელევიზიო სისტემა,რომელსაც შეეძლო მოძრავი სილუეტების გამოსახულების რეალურ დროში ჩვენება. (ავტორი გენია.ჯი) გააუმჯობესა და დახვეწა გადამცემი სიგნალი და უფრო მოსახერხებელი გახადა იგი.1925 წლის 2 ოქტომბერს,თავისივე ლაბორატორიაში ჩაატარა ექსპერიმენტი,რა დროსაც პირველად ისტორიაში ტელეეკრანზე გამოჩნდა ადამიანის სახე.ექსპერიმენტისათვის გამოიყენა 20 წლის კურიერი – უილიამ ედვარდ ტეინტონი.სწორედ ეს ახალგაზრდა კაცი გახდა პირველი ადამიანი,რომლის გამოსახულებაც იქნა ნაჩვენები,იმ დროისათვის სრულიად ახალ მექანიკურ სატელევიზიო სისტემაში.ამ ფაქტის შესახებ,ბერდმა ერთ-ერთ ინგლისურ გაზეთის რედაქტორს შეატყობინა,რომელიც შოკში ჩავარდა მიღებული ინფორმაციის შედეგად.1926 წლის 26 იანვარს,ლონდონში მდებარე თავისივე ლაბორატორიაში ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრებისათვის დემონსტრირება გაუწია გამოსახულების ჩვენებას და სწორედ აღნიშნული თარიღი მიიჩნევა,პირველ სატელევიზიო ჩვენებად,სადაც პუბლიკისათვის,ტელევიზორის ეკრანზე წარმოდგენილი იქნა მოძრავი გამოსახულებები,ნაცრისფერ ფერებში.მიუხედავად იმისა,რომ იგი სრულყოფილად დახვეწილი არ ყოფილა,მაინც უდიდესი რეზონანსის გამომწვევი გამოდგა.ფაქტიურად,ჯონ ლოგი ბერდის მიერ შექმნილმა ინოვაციურმა პროდუქტმა,საფუძველი ჩაუყარა ტელევიზიის დაარსებას.იმ ტელევიზიისა,რომელიც შემდგომ,კაცობრიობის მიერ შექმნილ საუკეთესო გამოგონებებში პირველობას არ თმობს.ჯონ ლოგი ბერდი გარდაიცვალა 1945 წლის 14 ივნისს ბეკსჰილში,გულის შეტევის შედეგად.(ავტორი გენია.ჯი)
პირველი ადამიანის სახის გამოსახულება ტელეეკრანზე