იცით თუ არა,რომ
1. 1796 წლამდე ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ტენესის შტატს,ფრანკლინის შტატი ერქვა.
2. მაშინ,როდესაც პირველი სატელეფონო კავშირი იქნა გამოგონებული სიტყვა “Hello”-ს ნაცვლად ხმარობდნენ სიტყვა “Ahoy”-ის.
3. ტაჯ-მაჰალის აგება 1631-1634 წლებში 40 მილიონი რუპია დაჯდა,თითოეული რუპია კი 12 გრამამდე ვერცხლს იწონიდა.
4. XVI-ე საუკუნეში ევროპაში ყველაზე მდიდარ ბანკირებად გერმანელი ფუგერები იყვნენ მიჩნეული,რომლებიც მიჩნეული არიან ევროპული კაპიტალიზმის ფუძემდებლებად.
5. პირველი გეოგრაფიული გლობუსი,დამზადებულ იქნა გერმანელი გეოგრაფის – მარტინ ბეჰაიმის მიერ 1492 წელს,მანამდე სანამ აღმოჩენილი იქნებოდა კოლუმბისა და სხვა მოგზაურების მიერ “ახალი კონტინენტები”. (ავტორი გენია.ჯი)
6. პირველი მტვერსასრუტის პატენტი გაცემულ იქნა 1901 წელს,მის გამომგონებელზე ბრიტანელ ინჟინერ – ჰუბერტ სესილ ბუტზე და იგი ბენზინზე მუშაობდა.
7. 1896 წლამდე,ინდოეთი ერთადერთი ქვეყანა იყო,სადაც ალმასი მოიპოვებოდა.
8. XII-ე საუკუნეში,საფოსტო მტრედის ფასი ისეთივე გახლდათ,როგორიც სუფთა სისხლის არაბული ცხენისა.
9. 1386 წელს საფრანგეთში “ღორი” საჯაროდ სიკვდილით იქნა დასჯილი,ბავშვის მკვლელობის გამო.
10. ყველაზე დიდ ციფრად მიჩნეულია ცენტილიონი,რომელიც 600 ნულით აღინიშნება და პირველად დაწერილ იქნა 1852 წელს. (ავტორი გენია.ჯი)