რორაიმას მთა

რორაიმას მთა - მდებარეობს ვენესუელის (კანაიამას ეროვნული პარკი),ბრაზილიის (შტატ რორაიმაში) და გაიანის (მისი უმაღლესი წერტილი) საზღვარზე.მისი სიმაღლე 2 774 მეტრია ზღვის დონიდან.მთის პლატოს ფართობი შეადგენს 34 კვადრატულ კილომეტრს.”რორაიმას ეროვნული პარკი” გეოლოგიური თვალსაზრისით დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ადგილია მსოფლიოში და მისი ასაკი 2 მილიარდ წლით განისაზღვრება. (ავტორი გენია.ჯი) მთის ქიმი მუდმივად ღრუბლებით არის გარემოცული.1884 წელს რორაიმას მწვერვალზე პირველად ავიდა ექსპედიცია – სერ ევერარდ თარნის ხელმძღვანელობით.ამ ექსპედიციის წევრთა მონათხრობმა შთააგონა ცნობილ შოტლანდიელ მწერალს – სერ ართურ კონან დოილს,თავისი შესანიშნავი სათავგადასავლო რომანის, – “დაკარგული ქვეყნის” დაწერა.მთის რაიონში სათავეს იღებს ისეთი უდიდესი მდინარეები,როგორებიც არიან – ორინოკო,ამაზონი და ესეკობო.რორაიმას მთა ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია დედამიწაზე და იგი მრავალ ბუნებისმოყვარულსა და ალპინისტს იზიდავს. (ავტორი გენია.ჯი)