პიერ რიშარ მორის შარლ ლეოპოლდ დეფე
პიერ რიშარ მორის შარლ ლეოპოლდ დეფე - დაიბადა 1934 წლის 16 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ ვალანსიენში (ნორდის დეპარტამენტში),ფეიქრების მრეწველთა ოჯახში.იგი გახლავთ ის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მსახიობი,კომიკოსი და რეჟისორი,რომელიც ყველა კინომოყვარულთათვის საყვარელ მსახიობად ითვლება.ძირითადი აღზრდა ბაბუისაგან მიიღო,რომელიც თავის მხრივ ძველი არისტოკრატების შთამომავალი გახლდათ.პიერი როდესაც სრულწლოვანი გახდა გაემგზავრა პარიზში,სადაც ჩააბარა თეატრის დრამატურგიულ კურსებზე,რისი სასტიკი წინააღმდეგიც გახლდა მისი აღმზრდელი ბაბუა. (ავტორი გენია.ჯი) ამ გადაწყვეტილებამ პიერის ოჯახში დიდი განხეთქილება შეიტანა.მიუხედავად ამისა,მან სწავლა მაინც განაგრძო.მისი მასწავლებელი გახლდათ ცნობილი ფრანგი მსახიობი შარლ დიულენი.მოგვიანებით კი სტაჟირებას გადის თეატრალურ რეჟისორთან ჟან ვილართან.თეატრში პიერს დიდად არ უმართლებდა,რადგან ყოველთვის მეორეხარისხოვან როლებს აძლევდნენ.აღსანიშნავია,რომ პიერ რიშარი შესანიშნავი მოცეკვავეც არის და იმის გამო,რომ თეატრში წარმატებას ვერ მიაღწია,იძულებული იყო გამოსულიყო კაბარეებში,მუზიკ-ჰოლებში და კაფე-თეატრებში,საიდანაც შემოსავლის წყაროს შოულობდა.1967 წელს ფრანგმა რეჟისორმა ივ რობერმა,შეამჩნია რა მისი ტალანტი,მიიწვია ფილმში – “დალოცვილი ალექსანდრე”.ამ ფილმის გადაღების შემდეგ პიერი კიდევ არა ერთხელ იქნა რობერის მიერ გადაღებულ ფილმებში მიწვეული.1976 წელს კი გადაღებულ იქნა ყველასათვის საყვარელ,ფრანსის ვებერის მიერ გადაღებულ ფილმში – “სათამაშო”,რომელმაც არა მარტო ფილმს,არამედ მსახიობსაც უდიდესი წარმატება მოუტანა.1981 წელს,გენიალურ ჟერარ დეპარდიესთან ერთად ითამაშა დუეტი,ფილმში – “უიღბლოები”.ამ ფილმა დიდი შემოსავალი მოუტანა პროდიუსერებს და ისინი კვლავ ერთად გადაიღეს ორ ფილმში – “გაქცეულები” და “მამიკოები’.1996 წელს კი პიერ რიშარი გადაღებულ იქნა ნანი ჯორჯაძის მიერ,ქართულ მხატვრულ ფილმში – “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”.ამ ფილმში ნათამაშები როლისათვის პიერს მიენიჭა კანის ფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ტიტული. (ავტორი გენია.ჯი) 1988 წელს,თავად გადაიღო დოკუმენტური ფილმი – “მომიყევით ჩეს შესახებ”,რომელიც წარდგენილ იქნა ლათინოამერიკულ კინოფესტივალზე.თავად ეს დოკუმენტალური ფილმი კი პიერმა კუბაზე გადაიღო.პირველი მხატვრული ფილმი რიშარმა 1970 წელს გადაიღო.ამავე დროს დააარსა კინოგაქირავების კომპანია – “ფიდელინ ფილმი”.თავისი მეგობრის – ჟერარ დეპარდიეს რჩევით დაიწყო ყურძნის მოშენება და მეღვინეობასაც მიჰყო ხელი,რომლის ექსპორტსაც ათიასობით ბოთლის ოდენობით ახდენს ბელგიაში.გარდა ზემოთ აღნიშნული ფილმებისა,პიერი ასევე გადაღებულია ფილმებში – “იდიოტი პარიზში”,”რობინზონ კრუზო”,”ტრანზიტი” და სხვა.პიერ რიშარი დღესაც აქტიურად არის ჩართული კინოხელოვნებაში.მის მიერ შესრულებული როლები კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს კინომოყვარულებზე.იგი მართლაც ერთ-ერთი შესანიშნავი სახეა დიდებული ფრანგული კინემატოგრაფიისა. (ავტორი გენია.ჯი)