დინ რეი კუნცი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ამერიკელი მწერალი-ფანტასტი,ავტორი ცნობილი რომანებისა ”ანტიადამიანი”,ბავშვი-დემონი” და “შიშის სახე” - დინ რეი კუნცი,გასული საუკუნის 70-იან წლებში საკმაოდ უცნაურ ვითარებაში დააკავეს.მიზეზი კი ამისა გახლდათ შემდეგი: დინ რეი კუნცის მამა – რეი,ფსიქოლოგიური პრობლემებით იტანჯებოდა,რის გამოც იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში,სადაც შიზოფრენია დაუდგინდა.ერთ საღამოს დანით შეიარაღებული რეი,მისსავე პალატაში მყოფ მეორე პაციენტს დაესხა თავს.მისი შეჩერება კი სამედიცინო პერსონალისათვის შეუძლებელი შეიქნა.ამიტომ სასწრაფოდ დაურეკეს დინ რეი კუნცს,იმის იმედით,რომ იგი შეძლებდა საკუთარი მამის დაამშვიდებას.მწერალიც სასწრაფოდ მივიდა ადგილზე და მამის დაწყნარება დაიწყო,რა დროსაც გონებაზე გადასულმა მამამ მასზეც განახორციელა დანით თავდასხმა.ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ,დინმა წაართვა მამას დანა ხელიდან.თუმცა,მანამდე,შეხედეს რა ექიმებმა,რომ შვილმა ვერ შესძლო მამის დაშოშმინება,გამოიძახეს პოლიცია.მათი მოსვლის დროს პოლიცია წააწყდა ისეთ სცენას,როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი (დინ რეი კუნცი) დანით ხელში თავზე ადგა “უმწეო მოხუცს”.იგი სასწრაფოდ დააპატიმრეს და ბრალი დასდეს მკვლელობის მცდელობაში.საბოლოო ჯამში – დინ რეი კუნცი გამართლდა,თუმცა საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური სტრესის გადატანა მოუხდა,რამაც შემდეგში მის შემოქმედებაზეც დიდი გავლენა იქონია.დღესდღეობით,მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველში და ცნობილი ფაქტია,რომ ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი მწერალიცაა,რადგან,მის მიერ დაწერილ ყოველ ახალ ტრილერში,ჰონორარის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს უხდიან. (ავტორი გენია.ჯი)