კარლოს კასტანედა – “ეპიზოდი”

სკანდალებითა და მიუღებელი მაგიური თვისებებით ცნობილი ამერიკელი მწერალი,ეთნოგრაფი,ანთროპოლოგი და ფილოსოფოსი,ავტორი ცნობილი ნაწარმოებებისა “განცალკევებული რეალობა”,”დროის ბორბალი” და “მოგზაურობა იკსტლანში” - კარლოს კასტანედა (1925-1998 წლები),ამავე დროს ცნობილი იყო,როგორც ეზოტერული ორიენტაციის მოაზროვნე.იგი გარდაიცვალა 1998 წლის 27 აპრილს ლოს-ანჯელესში.მისი გარდაცვალების შემდეგ,რამდენიმე დღეში გაუჩინარდნენ კასტანედას ის უახლოესი ადამიანები,რომლებიც მის იდეებს იზიარებდნენ და წარმოადგენდნენ ეგრეთწოდებულ ჯგუფს – “კუდიანებისა”.დაკარგულთა შორის იყვნენ – ფლორიდა დონერ-გრაუ,ტაიშა აბელიარი,კეროლ ტიგსი და პატრისია პარტინი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მრავალწლიანი მასიური ძებნისა,გაუჩინარებულები,ვერც ცოცხლები და ვერც გარდაცვლილები ვერ აღმოაჩინეს.მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი უდაბნოში – პატრისია პარტინის ცხედარი,ხოლო დანარჩენები უკვალოდ გაქრნენ.არის ვერსია,რომ მათ სუიციდით მოისწრაფეს სიცოცხლე.მიზეზი კი ასეთი მასიური სუიციდისა დღემდე უცნობი რჩება.კასტანედას მიერ გამოცემულ წიგნს – “დონ ხუანის სწავლებები”,უდიდესი კრიტიკა დაატყდა თავს.მას ბრალს სდებდნენ და დღესაც სდებენ ნარკოტიკების თემის პროპაგანდაში,რის გამოც კასტანედა საზოგადოების უმეტესობისათვის მიუღებელ მწერლად და შესაბამისად მიუღებელ პიროვნებადაც იქცა.როგორც მოგვიანებით კასტანედამ აღიარა,იგი თავად არ იყო ნარკოტიკების მოყვარული და მომხმარებელი, და არც პროპაგანდას უწევდა მას.თუმცა აღნიშნული ნაწარმოები,იმ ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ დაწერა,რაც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისათვის აუცილებელი ოყო.კარლოს კასტანედას ნაწარმოებები,მკითხველთა ერთი ნაწილისათვის,დღესაც “ტაბუდადებულია”,ხოლო მეორე ნაწილისათვის ბესტსელერებად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)