და

და – წარმოადგენს მდინარეს,რომელიც მიედინება ჩინეთისა და ვიეტნამის ტერიტორიებზე.იგი გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი მარჯვენა შენაკადი მდინარე ხონგასი (ცნობილი ასევე,როგორც “წითელი მდინარე”).თავად “დას” კი მოიხსენიებენ,როგორც – “შავი მდინარე”,რადგან წელიწადის უმეტეს პერიოდებში მუდმივად ამღვრეულია და შესაბამისად შავი ფერისაა.ჩინეთში აღნიშნულ მდინარეს მოიხსენიებენ როგორც – “ბაბიანძიანი”,ხოლო ვიეტნამში კი,როგორც – “და”. (ავტორი გენია.ჯი) მდინარის სიგრძე 910 კილომეტრია.იგი მიედინება ღრმა დაბლობებზე ჩრდილო-დასავლეთიდან,სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ.წყალდიდობები ძირითადად იცის გაზაფხულსა და შემოდგომაზე.მასზე აგებულია,რამდენიმე ჰესი და ვიეტნამური ქალაქი ხოაბინი.მდინარე დას უდიდესი დანიშნულება აქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.მას იყენებენ სარწყავად და მდიდარია,როგორც თევზეულით,ასევე სანაპირო ფლორითა და ფაუნით.აღსანიშნავია,რომ ანალოგიური სახელის მქონე სხვა მდინარეები არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც. (ავტორი გენია.ჯი)