“ადამიანი-ლომი” - გერმანულ ენაზე “Lowenmensch”,წარმოადგენს სპილოს ძვლისაგან დამზადებულ,ერთ-ერთ უძველეს ადამიანის სხეულისა და ლომის თავის მქონე ზოომორფიზმულ ქანდაკებას (რელიგიური მხედველობა,რომლის მიმდევრებსაც ღმერთები წარმოდგენილი ჰყავდათ ცხოველების სახით),რომელიც აღმოჩენილ იქნა 1930-იან წლებში ჰოლენშტეინის კლდოვან მასივში (ქალაქ ულმთან ახლოს – გერმანია),არქეოლოგიური კვლევებისას.აღნიშნულ ექსპედიციას სათავეში ედგა დიდი გერმანელი არქეოლოგი – რობერტ ვეტცელი.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ,აღნიშნული ქანდაკება ერთგვარი რელიგიური თაყვანისცემის ობიექტი უნდა ყოფილიყო უძველესი ადამიანებისათვის.რადიოკარბონული ანალიზის შედეგად მისი ასაკი 32 000 წელიწადად განისაზღვრა,(ავტორი გენია.ჯი) თუმცა მოგვიანებით სპეციალისტების მიერ დადგენილ იქნა,რომ “ადამიანი-ლომის” ქანდაკების ზუსტი ასაკი 40 000 წელიწადს უტოლდებოდა.
ქანდაკების სიმაღლე 29,6 სანტიმეტრია,სისქე 5,9 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 5,6 სანტიმეტრი.იგი დამზადებულ იქნა სპილოს ძვლით,კაჟის ქვის დანის მეშვეობით.ქანდაკების მარცხენა მხარეს,ამოკვეთილია შვიდი პარალელური ჰორიზონტალური ხაზები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ზემოთ აღნიშნული არქეოლოგიური გათხრებისას,აღმოჩენილ იქნა კლდოვანი გამოქვაბულების მთელი სისტემა,სადაც მრავალი ისტორიამდელი არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი.1939 წლის 25 აგვისტოს – ოტო ფიოლცინგის მიერ,იმავე ადგილას აღმოჩენილ იქნა კიდევ მრავალი სპილოს ძვლისაგან დამზადებული არტეფაქტი,რომელიც სამეცნიერო ანალიზისათვის გადატანილ იქნა სხვადასხვა საწყობებში,რადგან ამ პერიოდში,ფაქტიურად დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და შესაბამისად ასეთი უძვირფასესი ისტორიამდელი არტეფაქტებისათვის,აღარავის ეცალა.(ავტორი გენია.ჯი)
1969 წელს,გერმანელმა პროფესორმა – იოაჰინ ჰანმა,შეადგინა სრული ნუსხა აღმოჩენილი არტეფაქტებისა,რა დროსაც აღმოაჩინა “ადამიანი-ლომის” დანაწევრებული ფრაგმენტები და მანვე ჩაუტარა მას რესტავრაცია.როგორც თავად იოაჰიმი მიიჩნევდა – “ადამიანი-ლომი”,უნდა ყოფილიყო ქვის ხანის ადამიანების მისტიკურ-რელიგიური თაყვანისცემის ობიექტი.მოგვიანებით შტუტგარტელმა პროფესორმა ქალმა – ელისაბედ შმიდტმა,დაასკვნა,რომ “ადამიანი-ლომი”-ს ქანდაკება მდედრობითი სახის გამოსახულება იყო და მას “ქალი-ლომი”-ც კი უწოდა.შემდგომ წლებში,იმავე რეგიონში,სადაც “ადამიანი-ლომი” იქნა აღმოჩენილი,კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა,რა დროსაც არქეოლოგებმა იპოვეს “ადამიანი-ლომის” ანალოგიური ქანდაკება,თუმცა შედარებით მოკრძალებული ზომების (ავტორი გენია.ჯი).ამის შემდგომ კი მოხდა ქანდაკების სრულყოფილი რესტავრირება და მისი იდენტიფიცირება.
ზოგიერთი მეცნიერი პარალელს ავლებს “ადამიანი-ლომსა” და ვიშნუს ავატართან,ინდუსურ ღმერთ – ნარასიმჰასთან,რომელსაც ასევე ადამიანის სხეული და ლომის თავი აქვს.აღნიშნულ ღმერთს ინდოეთის სამხრეთ ნაწილში დღესაც თაყვანს სცემენ.
დღესდღეობით “ადამიანი-ლომი”-ს ქანდაკება დაცულია გერმანიის ქალაქ ულმის მუზეუმში და იგი მუზეუმის ერთ-ერთ ყველაზე “პოპულარულ” ექსპონატადაა მიჩნეული.