“მასაი” – (ეპიზოდი)
ნახევრად მომთაბარე ნილოთური ხალხის ეთნიკური ჯგუფის - მასაის (ცხოვრობენ კენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში) მერძოლთათვის,ყველაზე დიდ შეურაცყოფად მიიჩნევა – საკვებად,ბოსტნეულის მიწოდება.რადგან,ნებისმიერი მასაის მებრძოლისათვის ბოსტნეული ტაბუდადებულად მიიჩნევა უძველესი დროიდან. (ავტორი გენია.ჯი) ამ წესის დამრღვევი მამაკაცი კარგავს სამხედრო წოდებას,დაქორწინების უფლებას და ერთი სიტყვით,მთელ მამაკაცურ უფლებებს.ადრეულ წლებში,იმისათვის,რომ ახალგაზრდა მასაის წინდაცვეთა გაეკეთებინა,აუცილებელი გახლდათ,მას მოეკლა ლომი.თუმცა აღმოსავლეთ აფრიკაში ლომების მკვლელობის აკრძალვამ,აღნიშნული ტრადიცია ჩრდილში მოაქცია.მიუხედავად ამისა,თუკი რომელიმე ახალგაზრდამ მაინც მოკლა ლომი,ეს ავტომატურად იწვევს მისი სტატუსის გაზრდას მასაის ხალხში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მიუხედავად კენიური და ტანზანიური კანონების აკრძალვისა,მასაის ჯგუფის რომ არა მარტო მამაკაცები იკეთებენ წინდაცვეთას,არამედ ქალებიც კი.მასაის ეთნიკური ჯგუფის ხალხს,ყველაზე ლამაზ ხალხად მიიჩნევენ აფრიკის ხალხთა შორის და ისინი,საკმაოდ სტუმართმოყვარე ხალხადაცაა ცნობილი.მათი რაოდენობა 900,000-მდეა.მათგან 400 000-მდე კენიაში ცხოვრობს.ტანზანიისა და კენიის მთავრობები ყოველანაირად უწყობენ ხელს იმ პროგრამებს,რომლის მიხედვითაც ამ ხალხმა უნდა მიატოვოს მომთაბარე ცხოვრება,თუმცა მასაიები კვლავაც ტრადიციული წესით ცხოვრებას განაგრძობენ.დღესდღეობით ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი მასაის ხალხისა,გახლავთ 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი 800 მეტრ დისტანციაზე სირბილში – დევიდ ლეკუტა რუდიშა. (ავტორი გენია.ჯი)