პეტერ გრიუნბერგი
პეტერ გრიუნბერგი - დაიბადა 1939 წლის 19 მაისს თანამედროვე ჩეხეთის ქალაქ პლზენში (ყოფული ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატი).იგი გახლდათ დიდი გერმანელი ფიზიკოსი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი 2007 წელს,ფრანგ მეცნიერ-ფიზიკოსს ალბერტ ფერზთან ერთად – “გიგანტური მაგნიტური წინაღობის აღმოჩენისათვის”.გერმანიაში გადასვლის შემდეგ,ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ლაუტერბახში.1959 წელს ჩააბარა უნივერსიტეტში და მალევე გადადის ფრანკფურტის უნივერსიტეტში,მოგვიანებით კი სწავლას განაგრძობს დარმშტადტის ტექნიკურ უნივერსიტეტში.1966 წლიდან 1969 წლის ჩათვლით გაიარა ასპირანტურა ცნობილ პროფესორ შტეფან გიუფნერთან და დაიცვა დისერტაცია. (ავტორი გენია.ჯი) 1969 წელს კი მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება.შემდეგი სამი წელიწადი პეტერმა კანადაში,ქალაქ ოტავის კარლტონის უნივერსიტეტში იმუშავა.1972 წელს მუშაობა დაიწყო მეცნიერ-თანამშრომლად ევროპის ერთ-ერთ უდიდეს იულიჰის კვლევით ცენტრში (აღსანიშნავია,რომ ეს ცენტრი მფლობელია ყველაზე დიდი სუპერკომპიუტერისა).პენსიაში გასვლამდე 2004 წლამდე იგი ამ ცენტრში იკვლევდა “მყარ სხეულებს”.იგი პირველი მეცნიერი იყო,რომელიც დაკავდა მაგნიტური წინაღობის აღმოჩენით.პეტერ გრუნბერგმა და ალბერტ ფრეზმა 1987 წელს ერთად აღმოაჩინეს გიგანტური მაგნიტური წინაღობა.რითაც სამუდამოდ უკვდავყო თავისი სახელი და დღესაც იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთ-ერთ უდიდეს თანამშრომლად ითვლება.2006 წელს დაჯილდოებულ იქნა “ვოლფის პრემიით” ფიზიკის დარგში.2007 წელს კი “იაპონიის პრემიით”.”ნობელის პრემია” პეტერ გრიუნბერგს 2007 წელს,68 წლის ასაკში მიენიჭა. (ავტორი გენია.ჯი)