აქბარ I – “ეპიზოდი”
ჯალალ-ად-დინ მუჰამად აქბარ I - გახლდათ,დიდი მოგოლთა იმპერიის განმგებელი 1556 წლიდან 1605 წლამდე.იგი გაუნათლებელი,თუმცა საკმაოდ ნიჭიერი მმართველი და დიდი მხედართმთავარი გახლდათ (მას მოიხსენიებდნენ,როგორც – “ახირებული გენიოსი”).ისევე,როგორც სხვა ქვეყნის მეფეებს,მასაც ჰყავდა “ბრძენ მრჩეველთა საბჭო”,რომელთაც ყველა საჭირ-ბოროტო საკითხებზე ესაუბრებოდა და შესაბამისად,რჩევებსაც იღებდა მათგან.ერთ დღეს აქბარმა შემოიკრიბა მრჩეველთა საბჭო და განუცხადა მათ,რომ თუ კი ბავშვი პატარაობიდანვე უცხო ენას ისმენდა,მაშინ იგი საუბარს თავის მშობლიურ ენაზე ვერასოდეს შეძლებდა.ამ საკითხის ირგვლივ კი საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ყველა იქ დამსწრე ბრძენს მისცა. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოოდ,ბრძენთა გადაწყვეტილება აღნიშნული საკითხის შესახებ ასეთი იყო: რაც არ უნდა ეცადოს ადამიანი,(სიტყვაზე) ნეპალელ ბავშვს მშობლიური ენა დაავიწყოს – ნეპალელი ბავშვი მაინც მშობლიურ ენაზე,ანუ ნეპალურად იმეტყველებს,ისევე როგორც სპარსი სპარსულად,ეგვიპტელი ეგვიპტურად და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი დასკვნა აქბარისათვის არადამაჯერებელი იყო და ამიტომ გადაწყვიტა რამდენიმე უცხო ტომელ ბავშვზე ექსპერიმენტი ჩაეტარებინა.შედეგად აიყვანეს ორი ბავშვი,რომლებიც ყველასაგან განცალკევებულ პირობებში გამოკეტეს.მოსამსახურეებს კი,რომელთაც ამ ბავშვებთან შეხება ჰქონდათ,ენები მოჰკვეთეს,რათა სიტყვა არ დაეძრათ მათთან.შვიდი წლის მანძილზე ბავშვებს ერთი სიტყვაც კი არ ჰქონდათ გაგონილი ადამიანთაგან.7 წლის შემდეგ აქბარმა თავის ბრძენთა საბჭოს წევრებთან ერთად საკუთარი ხელით ახსნა ბორკილი იმ საშინელ ადგილს,სადაც ტყვე-ბავშვები იყვნენ გამოკეტილი და მოესმათ არაადამიანური ღრიალი,ყმუილი და კივილი.წლების მანძილზე სიტყვის გაუგონარი ბავშვები,უკვე ცხოველთა მსგავს არსებებად ქცეულიყვნენ,რომელთაც არანაირი ენა არ ესმოდათ,მათ შორის არც “მშობლიური”.ამ საშინელი “ცდებით” აქბარმა დაუმტკიცა თავის მხლებლებს,რომ თუ კი ბავშვს თავიდანვე არ შთააგონე “მშობლიური ენა”,იგი ვერასოდეს შეძლებს მის ენაზე არა მარტო საუბარს,არამედ მოსმენასაც კი.აღსანიშნავია,რომ აქბარ I-მა ახალი რელიგია – დინი-ილაჰი (ღვთაებრივი რწმენა) დააფუძნა,რომლის მეთაურადაც თავად იქნა არჩეული.შესაბამისად ქვეყანაში ის იყო,როგორც პოლიტიკური,ასევე რელიგიური ლიდერიც. (ავტორი გენია.ჯი)