იოანე პავლე II-ეს ბიოგრაფიიდან…
რომის კათოლიკური ეკლესიის აწგარდაცვლილი პაპი - იოანე პავლე II (ერისკაცობაში – კაროლ იოზეფ ვოიტილა),რომის პაპად არჩეულ იქნა 1978 წლის 16 ოქტომბერს.იგი გახლდათ პირველი არაიტალიელი პაპი,უკანასკნელი 455 წლის მანძილზე,რომის ნიდერლანდელ პაპ – ადრიან VI-ეს შემდეგ (1522-1523 წლები).ამასთანავე იგი ყველაზე ახალგაზრდა რომის პაპი იყო,ბოლო 150 წლის მანძილზე. (ავტორი გენია.ჯი) ვატიკანის ოფიციალური დოკუმენტების თანახმად იოანე პავლე II-ემ თავისი პაპობის ხანაში 129 ქვეყანაში იმოგზაურა და ვატიკანის საზღვრებს გარეთ 946 დღე,17 საათი და 9 წუთი დაჰყო.მისივე პაპობის პერიოდში დაფარა მილიონ ორასი ათასი კილომეტრი მანძილი,სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას (იმყოფებოდა საქართველოშიც),რაც სამჯერ აღემატება დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს.იოანე პავლე II ერთ-ერთი უდიდესი რომის პაპის სახელით შევიდა ისტორიაში.ის გახლდათ პიროვნება,რომელმაც თურქეთის ციხეში მოინახულა თურქული ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წევრი – მეჰმეტ ალი აგჯა.ეს სწორედ ის აგჯაა,რომელმაც 1981 წლის 13 მაის წმინდა პეტრეს მოედანზე ვატიკანში,ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მას და ფაქტიურად,სასიკვდილოდ გაიმეტა იგი.მიუხედავად ამისა იოანე პავლე II-ემ დიდსულოვნად აპატია და შეუნდო ჩადენილი დანაშაული და მოითხოვა თურქეთის ხელისუფლებისაგან გაენთავისუფლებინათ იგი.იოანე პავლე II-ეს როლი,ასევე უდიდესია საბჭოთა კავშირის დაშლისა და მასში შემავალი ერების თვითგამორკვევის საკითხში. (ავტორი გენია.ჯი)