კსოლოიტცკუინტლი
კსოლოიტცკუინტლი - იგივე მექსიკური – “შიშველი ძაღლი”,აღიარებულია მსოფლიოს იმ ერთ-ერთ უძველესს ძაღლის სახეობად,რომელიც ბუნებაში შემორჩა ისეთივე საწყისი ფორმით,როგორიც თავიდანვე იყო.სამშობლო აღნიშნული ჯიშისა – მექსიკა გახლავთ.მისი სიგრძე 46-დან 55 სანტიმეტრამდეა,ხოლო სიმაღლე 60 სანტიმეტრამდე.არიან შედარებით პატარა ზომის ეგზემპლარებიც. (ავტორი გენია.ჯი) არქეოლოგებმა მექსიკის ტერიტორიაზე არაერთი ფიგურა და ჩონჩხი იპოვეს ამ სახეობის ძაღლებისა,რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე 5000-3000 წლით თარიღდებიან.სტატუეტებზე,რომლებზეც გამოსახული არიან ისინი,მრავლად იქნა ნაპოვნი.როგორც ცნობილი ხდება,უძველეს პერიოდებში მათი ხორცით აგილობრივი მოსახლეობა იკვებებოდა.გარდა ამისა,ის მონაწილეობას იღებდა ერთგვარ სარიტუალო ღონისძიებებშიც კი.მაგალითად,როდესაც ადამიანი გარდაიცვლებოდა ერთ-ერთ ეგზემპლარს ამ ცხოველისა კლავდნენ და გარდაცვლილ ადამიანთან ერთად ასაფლავებდნენ.მათი რწმენით კსოლოიტცკუინტლს გარდაცვლილის სულისათვის უნდა ესწავლებინა და გაეკვლია გზა მიწისქვეშა – “მიკტლანის სამეფოში”.ძველი აცტეკები სიტყვა კსოლოიტცკუინტლს,ორ ნაწილად ჰყოფდნენ – ”კსოლო” იყო მათი ერთ-ერთი ღმერთი,რომელიც მფარველობდა საშინელ ნივთებს და მას გამოსახავდნენ როგორც ძაღლის თავიან ცხოველს,საშინელი ხელებითა და თავით. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო – “იტცუინტლი” კი გახლდათ – “ღმერთი კლოსოტლას ძაღლი”.პირველად აღნიშნული ჯიში ფრანგმა მისიონერმა – ბერნანდინო დე სააგუნმა აღწერა სრულყოფილად.მოგვიენბით – კსოლოიტცკუინტლის სახეობის ძაღლის რაოდენობა ძალიან შემცირდა და გადაშენების წინაშეც კი დადგა.თუმცა 1954 წელს ნორმან პელფ რაიტმა მიიღო ესოდენ აუცილებელი ზომები მათი გადარჩენისათვის.იგიამ მიზნთ გაემგზავრა შუაგულ მექსიკაში,სადაც ადგილობრივებისგან შეისყიდა ათეულობით კსოლოიტცკუინტლის სახეობის ძაღლი და სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა,რომ კაცობრიობას ეს საოცარი სახეობა დღემდე შემორჩა.აღსანიშნავია,რომ იგი შესულია “გინესის რეკორდების წიგნში”,როგორც ყველაზე ძველი სახეობა ძაღლისა და როგორც – ყველაზე ცხელსისხლიანი ძუძუმწოვარი დედამიწაზე.დღესდღეობით კსოლოიტცკუინტლი გავრცელებულია არა მარტო მექსიკაში არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც. (ავტორი გენია.ჯი)