გლადიატორები – “ეპიზოდი”
ძველი რომის ისტორიაში ყოფილა ფაქტები,თავისუფალი ადამიანების,საკუთარი სურვილით გლადიატორებად გახდომისა.მათ შორის იყვნენ არა მარტო მამაკაცები,არამედ მანდილოსნებიც.ამის უმთავრესი მიზეზი კი,რაღა თქმა უნდა ფული და პოპულარობა იყო. (ავტორი გენია.ჯი) 63 წელს რომის იმპერატორმა ნერონმა გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც თავისუფალ მოქალაქეებს,კერძოდ ქალებს ოფიციალურად მიეცათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ გლადიატორთა ბრძოლის ტურნირებში.იმპერატორი დომიციანე კი 89 წელს უფლებას იძლევა,რომ ამ ბრძოლებში ჩაერთონ ფიზიკური ნაკლის მქონე პირებიც.გლადიატორი რომ გამხდარიყო ადამიანი,მათ პირველ რიგში უნდა მიეღოთ ფიცი და საკუთარი თავი გამოეცხადებინათ “იურიდიულად გარდაცვლილად”.ამ მომენტიდან ისინი სხვა სამყაროში აღმოჩნდებოდნენ,სადაც მეფობდა სასტიკი კანონები.უპირველეს ყოვლისა მათ უნდა დაეცვათ დუმილის უფლება.არენაზე ბრძოლის დროს ისინი მხოლოდ ჟესტიკულაციებით სარგებლობდნენ.მეორე წესი რაც აუცილებლად უნდა დაეცვათ იყო – ღირსების სრული წესით დაცვა. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც გლადიატორი მიწაზე დაეცემოდა და გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებოდა,მას აუცილებლად უნდა მოეხსნა თავიდან ჩაფხუტი და ღირსეულად შეხვედროდა სიკვდილს.იგი ან დალოდებოდა როდის მოკლავდა მოწინააღმდეგე,ან კიდევ თავად უნდა მოესწრაფა სიცოცხლე.ეს წესები ყველა გლადიატორისათვის სავალდებულო და აუცილებელი იყო.აღსანიშნავია,რომ რომის იმპერატორი – კომოდი,რომელიც რომის იმპერიას განაგებდა 180-192 წლებში,იმდენად იყო გატაცებული გლადიატორთა ბრძოლებით,რომ პირადად მიიღო მონაწილეობა 735 ბრძოლაში და რაღა თქმა უნდა ყველა ბრძოლაში გამარჯვებული – თავად გამოვიდა.ყველაზე ცნობილი გლადიატორები,რომლებიც ისტორიას შემორჩა გახლდნენ: სპარტაკი,კრიქსი,ენომაი,კასტი,პუბლიპორი და გაი გაგნიკი. (ავტორი გენია.ჯი)