“ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგიის” შესახებ…
“ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია” – უდიდესმა ავსტიელმა ფსიქოლოგმა,ფსიქიატრმა და ნევროლოგმა - სიგიზმუნდ შლომო ფროიდმა (იგივე – ზიგმუნდ ფროიდმა),დაწერა 1901-1904 წლებში.აღნიშნულ წიგნში მან,ბოლომდე მაინც არ ახსნა,რატომ ერევა ასე არაცნობიერი,ადამიანის ცხოვრებაში.ის თვლიდა,რომ უარყოფითი აზრები (ეგოისტური,შურიანი და მტრული გრძნობები და მისწრაფებები),რომლებიც მორალის ნორმებს ეწინააღმდეგებოდნენ,რეპროდუქციის აშლილობებს საკუთარი გამოხატვის საშუალებად იყენებენ. (ავტორი გენია.ჯი) მას აოცებდა,რომ “სიმართლისკენ სწრაფვა (ანუ სწრაფვა,წარმოადგინოს თავი რეპროდუქციის აშლილობად) გაცილებით ძლიერია,ვიდრე ჩვეულებრივ ჩვენ ვვარაუდობთ”.წიგნის სხვა ადგილებში ის ამბობს,რომ “თანხმობა ამ რეპროდუქციის აშლილობასა და შემთხვევით საქციელში დიდწილად ეკვივალენტურია ამორალურის მორჩილად მიღებისა.ამ დათრგუნვილ მისწრაფებებში არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობს განსხვავებული სახის სექსუალური მოტივები”.
ამრიგად,ზიგმუნდ ფროიდის სცენარის თანახმად,ამორალური არაცნობიერი,პიროვნების ბნელი მხარის შესახებ ჭკუის სასწავლებელი შეხსენების სახით,ცდილობს,ყოველდრიურ ქცევაში შეიჭრას. (ავტორი გენია.ჯი) სიზმრებში ბნელი აზრები ცენზურას ექვემდებარებიან,რათა მძინარე ადამიანი არ შეშფოთდეს და არ გამოეღვიძოს,მაგრამ დღისით მათ ნება ეძლევათ,გაგვტანჯონ.
ზოგიერთი კრიტიკოსი ამ კონცეფციას უარყოფს.თუმცა,უმეტესი ჩვენგანი,თუნდაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით,განწყობილია,რაღაც დოზით მაინც დაიჯეროს რეპროდუქციის აშლილობა.მაგრამ ფროიდისათვის ეს,სულ ცოტა,ადამიანური ბუნების გამოცანაა. (ავტორი გენია.ჯი)