ნიკოლო მაკიაველი – “განსჯები ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ”,პროლოგში წერდა
”განსჯები ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ” – დიდმა იტალიელმა მოაზროვნემ,ფილოსოფოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ – ნიკოლო მაკიაველმა (1469-1527 წლები),მისი უმნიშვნელოვანესი წიგნის – “მთავარის” დასრულებისთანავე დაწერა,თუმცა მასზე ადრე 1531 წელს გამოაქვეყნა იგი.აღნიშნული წიგნი მაკიაველმა მის თანამოსაუბრეებს – ძანობი ბუოდელმონტისა და კოზიმო რუჩელაის მიუძღვნა.მან წიგნის შესავალში სიხარული გამოხატა იმის გამო,რომ საბოლოოდ,მრავალწლიანი უგულებელყოფის შემდეგ,ღირსეული მსმენელები აღმოაჩინა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ,წიგნის პროლოგში – ნიკოლო მაკიაველი წერდა:
“და დამიჯერეთ,უკვე მხოლოდ ის აზრიც მამშვიდებს,რომ ბევრ რამეში მოტყუებული,მე არ ვცდები,როდესაც ჩემი “განსჯების” პირველ მკითხველებს უპირატესობას ვანიჭებ ყველა დანარჩენთან შედარებით. (ავტორი გენია.ჯი) ერთი მხრივ,შემთხვევა მომეცა დავამტკიცო,რომ შემიძლია კეთილშობილი ვიყო; მეორე მხრივ – მე გადავუხვიე მწერალთა ჩვეულებას,რომ საკუთარი ნაშრომი ვინმე მმართველს მიუძღვნან ან მას მიაწერონ,პატივმოყვარეობის ან ანგარების მიზეზით,ყველა სათნოებით შეამკონ, და თვალი დახუჭონ ყველა ნაკლზე,რომელიც გაკიცხვის ღირსია.ასეთი შეცდომის თავიდან ასაცილებლად,მე მმართველები არ ამირჩევია,არამედ ისინი,ვინც მათი უამრავი ღირსების წყალობით იმსახურებს ამ სახელს; არა ისინი,ვინც ჩინებს,პატივსა და სიმდიდრეს დამაფრქვევდა,არამედ ის ხალხი,ვისაც,ბოლოს და ბოლოს,ჩემი შეცოდება მაინც შეეძლო.თუ სამართლიანად განვსჯით,პატივისცემას იმსახურებენ ნამდვილად გულუხვი ადამიანები და არა ისინი,ვისაც მხოლოდ შეუძლია,გულუხვი იყოს; სწორედ ასევე,პატივისცემის ღირსია არა ის,ვინც სახელმწიფოს სათავეშია,არამედ ის,ვისაც მისი მართვა შეუძლია”. (ავტორი გენია.ჯი)