იცით თუ არა,რომ
1. “ამომავალი მზის” ქვეყნად წოდებული იაპონიის ეროვნულ დროშას – “ჰინომარუ” ჰქვია.
2. თუკი სპარტელი ბავშვი,მამასთან ჩივილს დაიწყებდა იმის შესახებ,რომ მას თანატოლები სცემდნენ,ამ შემთხვევაში ბავშვს მამაც სცემდა.
3. 1941 წლის 16 აგვისტოს,საბჭოთა კავშირში გამოიცა ბრძანება N 270,რომლის მიხედვითაც სამშობლოს მოღალატედ ცხადდებოდა ყველა ტყვედ ჩაბარებული ჯარისკაცი.
4. ბრიტანული წარმომავლობის მქონე დიდ ამერიკელ მსახიობს – სერ ფილიპ ენტონი ჰოპკინს,ერთ დღეს მიუვიდა წერილი უცნობი სტუდენტისაგან,რომელიც მსახიობს,სწავლის საფასურის გადახდის თხოვნით მიმართავდა.პასუხად წერილის გამგზავნმა სტუდენტმა,დიდი მსახიობისაგან 2900 $-ანი ჩეკი მიიღო. (ავტორი გენია.ჯი)
5. საბჭოთა კავშირის “ენკავედეს” ყოფილი შეფი და საყოველთაოდ განთქმული ჯალათი – ნიკოლაი ეჟოვი (1895-1940 წლები),დაპატიმრების შემდგომ,ერთ-ერთ დაკითხვებზე აცხადებდა: “მე 14 000 ჩეკისტის წმენდა განვახორციელე და ჩემს დანაშაულად მხოლოდ იმას მივიჩნევ,რომ ძალიან ცოტას წმენდა მოვასწარი!.. რადგან,ყველგან მტრები იყვნენ!”
6. ერთ-ერთი უიშვიათესი ფრინველი მსოფლიოში – “კავკასიური როჭო”,ზღვის დონიდან 1500-300 მეტრზეა გავრცელებული,კავკასიონის ალპურ ველებზე.
7. კოსმეტიკის დედოფლად წოდებული,ამერიკელი მეწარმე ქალი – ელენე რუბინშტეინი (1872-1965 წლები),გენიალურმა სალვადორ დალიმ საკუთარ ტილოზე,მწვანე ფერის კაბით გამოსახა,როგორც კლდეზე მიჯაჭვული ქალი-პრომეთე.
8. – პარადოქსია,თუმცა ფაქტია,რომ სწრაფად კითხვის დროს თვალები გაცილებით ნაკლებად იღლება,ვიდრე ნელი კითხვისას. (ავტორი გენია.ჯი)
9. ივანე ტურგენევი,თედორე დოსტოევსკის საკმაოდ აგრესიული სექსის მოყვარულად ახასიათებდა,რის გამოც მას მარკიზ დე სადსაც კი ადარებდა.
10. ფილოსოფიური ლექსიკონის მიხედვით – “ფუნქცია” წარმოადგენს რაიმე ობიქტის თვისებების გარეგნულ გამოხატვას მოცემულ ურთიერთობათა სისტემაში”. (ავტორი გენია.ჯი)