უილიამ შექსპირი – “სონეტი XLIV”
ფიქრი რომ ვიყო,რომ შემეძლოს ზმანებასავით
მოვიდეს შენთან ხორციელი ჩემი სხეული,
რომ გადმოვთელო შენს ძებნაში ძველი გზასავით
მე ეს სამყარო,შემზარავად გარს მოხვეული.
***
რომ ვერაფერმა შემაკავოს… რომ ვერ იქნება
ხელის შემშლელი სიშორე და უსაშველეთი,
რომ მოგიძიონ მოფარფატე ჩემმა ფიქრებმა
და უსწრაფესად გადმოლახონ ზღვა და ხმელეთი…
***
მაგრამ ვაი,რომ ფიქრს და სხეულს არ აქვთ მსგავსება
და ვერსად გეძებ,უცხოეთში გადახვეწილო!
წყალმა და მიწამ ისე შექმნეს ჩემი არსება,
რომ დროს და სივრცეს ვერასოდეს ვერ შევეცილო…
***
შენს შესახვედრად კარი ჩემთვის არსად იღება
და ეს სიცოცხლე ჩემს სხეულზე ცრემლად იღვრება…