“დრომომანია”

“დრომომანია” - ინგლისურ ენაზე – “Dromomania”,ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა.”დრომოს” – სირბილს აღნიშნავს,ხოლო “მანია” – მისწრაფებას,სიგიჟეს,ან ვნებას.იგი წარმოადგენს იმპულსურ ლტოლვას ადგილების ცვლისადმი,უაზრო ხეტიალისადმი და აღენიშნებათ ფსიქოპატიით,ეპილეფსიით და შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს.1886-1909 წლებში საფრანგეთში დაფიქსირდა – “დრომომანიის” ეპიდემია,რამაც ევროპული სამედიცინო ისტებლისმენტის დიდი გაოცება გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთის ქალაქ ბორდოს მკვიდრი,პროფესიით ზეინკალი – ჟან-ალბერტ დადა,1886 წელს,მას შემდეგ რაც თავისი “ეპიკური” მოგზაურობიდან სამშობლოში დაბრუნდა,სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი სანტ-ანდრეს სამედიცინო კლინიკაში.როგორც თვითმხილველი ექიმები აღწერენ,საავადმყოფოში გადაყვანის დროს,პაციენტის გონება დაბინდული იყო.მას არ ახსოვდა 1881 წლის შემდეგ,სად იმოგზაურა,ან რა გააკეთა იმ პერიოდში.ასეთი გასაოცარი ფაქტის გამო,მედიკოსებმა შეადგინეს სპეციალური სამედიცინო წიგნი,სახელწოდებით – “შეშლილი მოგზაური”,სადც დაწვრილებით იქნა აღწერილი პაციენტის გასაოცარი მოგზაურობის შესახებ,ყველა ფაქტი.მიუხედავად იმისა,რომ მედიკოსებს ხელს უშლიდა დადას მეხსიერება,განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად მაინც დაადგინეს,რომ ჟან-ალბერტ დადა 1881 წელს იმყოფებოდა ბელგიის სამხერთით მყოფ ფრანგული არმიის შემადგენლობაში.სწორედ ამ პერიოდში დაემართა მას “დრომომანია”.მან მიატოვა სამხედრო ნაწილი და ფეხით გაემგზავრა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში.პრაღიდან ბერკლინში გადავიდა,საიდანაც აღმოსავლეთ პრუსიაში წავიდა.აღმოსავლეთ პრუსიიდან კი მოსკოვს “ეწვია”. (ავტორი გენია.ჯი) რუსეთის იმპერიაში ჩასვლის შემდეგ იგი დააკავეს (სწორედ იმ პერიოდში იქნა მოკლული იმპერატორი ალექსანდრე II).თუმცა მალევე პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და თურქეთში გააძევეს.თურქეთში ჩასული დადა,კონსტანტინოპოლში მდებარე საფრანგეთის საელჩოს ესტუმრა,რომლებმაც იგი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაგზავნა.ვენაში ყოფნის პერიოდში,მუშაობდა გაზის ერთ-ერთ კანტორაში.სწორედ იქ იქნა აღმოჩენილი,ჯერ კიდევ “დრომომანიით” დაავადებული დადა.

როგორც კი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ჟან-ალბერტ დადას თავგადასავალი,მას უმალვე გამოუჩნდნენ “მიმდევრები”.სწორედ ამიტომ იყო,რომ საფრანგეთში იმ პერიოდში გახშირდა ადამიანების ლტოლვა ადგილის ცვლისადმი.თუმცა,დაფიქსირებულ იქნა რეალური “დრომომანიის” რამდენიმე ოფიციალური ფაქტიც.საბოლოოდ საფრანგეთში “დრომომანიის” ეპიდემია 1906 წელს შეწყდა. (ავტორი გენია.ჯი)