გაგა ნახუცრიშვილი – “ხურჯინი”
წავალ დროზე,ჩავალაგებ ხურჯინს,
დავივიწყე ყველაფერი ძველი,
სანამ ღამე ჩამოდგება მუნჯი,
სანამ მოსჩანს გასავლელი ველი.
***
ახლა ვუცქერ განათებულ ფანჯრებს,
ვიღაც,ალბათ,ღამის ლოცვას იწყებს,
ვიღაც ისევ შრომობს,ოჯახს არჩენს,
ვიღაც ზის და ქალებს ხატავს შიშველს.
***
მთავარია,რომ არ დამრჩეს ქუდი,
შეფერხების რა გამოლევს მიზეზს,
გადავკარი უკვე კათხა ლუდი,
ლუდი ხშირად აჯანსაღებს მიზნებს.
***
სად ხარ,გეძებ,დაგიქნიო ხელი,
კარგად იცი,რომ არ მიყვარს მოცდა,
ჩემი არის ეს სამყარო მთელი,
გამგზავრება მომინდება როცა.
***
წავალ დროზე,ჩავალაგებ ხურჯინს,
დავივიწყე ყველაფერი ძველი,
თორემ მოდის შეღამება ლურჯი,
თორემ მელის გასავლელი ველი.