ნიკოს სალასი – “არისტოტელე ონასისის შესახებ”
” – არისტოტელე ონასისი ძალიან ჭკვიანი იყო,მაგრამ ეგოისტი და რაც “დიდმა მამამ” (Big Papa) მისცა (მხედველობაში ჰყავდა ღმერთი),არ იმყოფინა.ციფრებით გამოიტენა თავი.ერთიანი და ზედ მიწერილი ბევრი ნული სთხოვა ღმერთს და იმანაც მისცა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხანს აცალა და როცა ანგარიშის გასწორების დღე დადგა,ამან ახალ მოთხოვნას კიდევ რამდენიმე ნული მიაწერა.ღმერთმა უთხრა,შენი იყოს,ოღონდ ერთ ციფრს ჩამოგაჭრიო და ჩამოაჭრა იმ ნულიანებს ერთიანი და დარჩა ბევრი ნული,ნული კი მილიონიც რომ გქონდეს,ნულია.
- აღარაფერი შერჩა ონასისს,არც ვაჟი,აღარც ქალიშვილი,არც კენედის ცოლი.ამერიკელებს შეუთვალა,ჩემი შვილი პრეზიდენტი უნდა გავხადოო და გაუჩალიჩეს კიდევაც ამერიკელებმა ის,რაც შემდეგ დაემართა.ტვინი არ ეყო ძალიან ჭკვიან ბიზნესმენს,მსოფლიოს მბრძანებლობა მოუნდა,ზედმეტი მოინდომა,პოპულარობას შესწირა ყველაფერი. (ავტორი გენია.ჯი) პოპულარობას კი კარგი არავისთვის მოუტანია.პოპულარობა ხომ ნულია-ზერო! ციფრების მონა მამა ღმერთს არ უყვარს,გულის ხმას უნდა მიჰყვე კაცი და გონება არ გიღალატებს.ეს კი არისტოტელემ ვერ გაითვალისწინა…”