ვაჟა ხორანაული – “არადა როგორ გაუძლებ”

ქალს – ფიქრში გალამაზებულს,

პირისპირ არც როს ნახულსა,

ოცნებით ნაალესარსა,

მკერდში ჩახვეულ-ჩაკრულსა,

იქნებ სჯობია,არ შეხვდე

შენში ვარსკვლავად ჩარგულსა,

იქნება არ მოგეწონოს,

ჰგავდეს გაცრეცილ ზაფხულსა.

***

არადა როგორ გაუძლებ

დროს.მონატრებით ტანჯულსა,

როცა ტკივილი გაგონებს

გაელვებასა ხანჯლურსა,

როცა დარდსა და სიხარულს

ხედავ ერთ წუთში ჩაწნულსა

და გული ნატრობს სიმშვიდეს

მაცოცხლებელსა ტაძრულსა.