შაკილ რეშოუნ ო’ნილის მოსაზრებები…

1. არისტოტელეს გამონათქვამს: “ოსტატობა,არა ერთჯერადი მიღწევა,არამედ ჩვეულებააო”,აბსოლუტურად ვიზიარებ.

2. მე,პირველ რიგში – “დედიკოს ბიჭი” ვარ.

3. პრობლემები,სიმართლე გითხრათ,ნაკლებად მაღელვებს.მე,უფრო მათი გადაწყვეტის გზები მაფიქრებს. (ავტორი გენია.ჯი)

4. კალათბურთელად,უპირველეს ყოვლისა – მამის ძალისხმევით ჩამოვყალიბდი.მან,ბავშვობაში მაჩუქა კალათბურთის ბურთი და “მიბრძანა”,რომ ამიერიდან სახლთან ახლოს მდებარე მოედანზე,სისტემატურად მეთამაშა კალათბურთი და თამაშის შემდგომ,ბურთთან ერთად დამეძინა.თუკი სხვა ბავშვებს ძილის დროს ბალიშებზე ჰქონდათ თავი დადებული,მე კალათბურთის ბურთზე მქონდა თავი დადებული და ისე ვიძინებდი.თუმცა,მინდა გითხრათ და დაგარწმუნოთ,რომ ამის გამო კისერი და თავი,არასოედს მტკენია.

5. მე,რომ მხატვარი ვყოფილიყავი,ზედსახელად – შაკასოს,მიწოდებდნენ და არა შაკილ ო’ნილს. (ავტორი გენია.ჯი)