“ყველაზე ცნობილი დუელი ამერიკის ისტორიაში”
ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი დუელი შედგა 1804 წლის 11 ივლისს.მასში მონაწილეობა მიიღო – ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა – აარონ ბერიმ და ამერიკის ექს-პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის მდივანმა (ამერიკის პირველი ფინანსთა მინისტრი) ალექსანდრე ჰამილტონმა.ცნობილია,რომ ისინი ერთმანეთის პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ.დუელში სასიკვდილოდ დაიჭრა ალექსანდრე ჰამილტონი,რომელიც დუელის გამართვიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) მიზეზი კი აღნიშნული ორთაბრძოლისა საკმაოდ პროზაიკული გახლდა.კერძოდ: არჩევნების პერიოდში (ნიუ-იორკის გუბერნატორის არჩევნების პერიოდი) ჰამილტონმა რამდენიმეჯერ გააკრიტიკა აარონ ბერი.თუმცა მისი კრიტიკა არა მარტო პოლიტიკური სახის,არამედ პიროვნულიც გახლდა.ალექსანდრემ პრესაში აარონის შესახებ რამდენიმე ირონიული პამფლეტიც გამოაქვეყნა.იმ შეურაცმყოფელი დამოკიდებულების გამო,რაც ჰამილტონისაგან მიიღო აარონ ბერმა,ალექსანდრე გამოწვეულ იქნა დუელში (სადაც სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი).მაშინ,როდესაც ჰამილტონმა გაიგო,მისი დუელში გამოწვევის შესახებ ინფორმაცია,დაწერა:
“ჩემი რელიგიური და მორალური პრინციპები,კატეგორიულად ეწინააღმდეგება დუელს.იძულებითი სისხლის ღვრა ადამიანთა ურთიერთბრძოლაში,კანონით აკრძალულია.მიუხედავად ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა დუელის მიმართ,მე მაინც უნდა გავყვე მოწინააღმდეგეს დუელში.დარწმუნებული ვარ,თუ კი მომიწევს მისთვის ერთხელ სროლა,მომიწევს მეორედაც,მესამედაც; მანამ სანამ ან ის,ან მე არ მოვკვდებით”.
P.S. ფაქტია,რომ დუელის დროს არც ერთხელ არ უსროლია ალექსანდრე ჰამილტონს აარონისათვის ტყვია.ხოლო აარონ ბერმა იგი სასიკვდილოდ მაინც გაიმეტა.ჰამილტონის სიცოცხლის ხელყოფამ კი,სამუდამოდ შეიწირა აარონ ბერის პოლიტიკური კარიერა.დღესდღეობით ალექსანდრე ჰამილტონის პორტრეტი ათ დოლარიან კუპიურაზეა გამოსახული. (ავტორი გენია.ჯი)