ტოკიოს დაარსების ისტორიიდან…
1872 წლის 17 ივლისს,”ამომავალი მზის” ქვეყნის იმპერატორის მიერ,მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იაპონიის დედაქალაქი კიოტოდან ედოში (დღევანდელი ტოკიო) გადაეტანათ.ედო დიდი ხნის მანძილზე არქიპელაგის ერთ-ერთ მივარდნილ ადგილად ითვლებოდა.არქეოლოგების მიერ ედოში აღმოაჩინილი კვალი ადამიანთა პირველი დასახლებული პუნქტისა,ჯერ კიდევ ძველი იაპონური ნეოლითის ხანის დროინდელია. (ავტორი გენია.ჯი) იგი გახლდათ ერთი პატარა დასახლება,სადაც მოსახლეობა ძირითადად მეთევზეობით ირჩენდა თავს.როგორც ქალაქი,ჩამოყალიბებულ იქნა XII საუკუნეში. XV საუკუნეში,ადგილობრივმა იაპონელმა ფეოდალმა და სარდალმა – ოტა დოკანმა გადაწყვიტა ამ ადგილებში აეგო ციხესიმაგრე,რომელიც მისი ძალაუფლების საყრდენი ცენტრი გახდებოდა (ეს გახლდათ პერიოდი,როდესაც იაპონიაში ძალაუფლება ადგილობრივ სეგუნებს,ანუ ფეოდალებს ეპყრათ ხელთ). (ავტორი გენია.ჯი) ოტამ ააგო ციხესიმაგრე,რა პერიოდიდან ედოში დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა და მოსახლეობის ზრდა.1657 წელს ედოს თავს დაატყდა დიდი უბედურება.ხანგრძლივი გვალვისა და ქარიშხლების გამო ქალაქში გაჩნდა ხანძარი,რასაც 100 000 ადამიანის და ქალაქის სამი-მეოთხედის განადგურება მოჰყვა.აღნიშნული ტრაგედია,ძირითადად გამოიწვია ედოში ხის კონსტრუქციებით ნაგებმა სახლებმა.მიუხედავად საშინელი კატასტროფისა – ედო მაინც განაგრძობდა განვითარებას.1720 წლისათვის ქალაქის მოსახლეობამ მილიონს მიაღწია და იგი იმ პერიოდისათვის მსოფლიოს ყველაზე დიდ ქალაქადაც იქცა.1867 წელს ედო – იაპონიის იმპერატორმა დაიკავა,რა დროსაც მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქი კიოტოდან ედოში გადმოეტანა.მალევე ქალაქს გადაარქვეს სახელი და უწოდეს – ტოკიო,რაც სიტყვა-სიტყვით “აღმოსავლეთის დედაქალაქს” აღნიშნავს.დღესდღეობით ტოკიო მსოფლიო ტექნოლოგიების დედაქალაქია.გარდა ამისა,იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქიც გახლავთ; მისი ფართობი 2,187,08 კვადრატული კილომეტრია,ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 12,790,000 მაცხოვრებელს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი)