ნიკოლოზ (სერბი) ველიმიროვიჩის შეგონება…
“ადამიანთა ბედნიერება სიცილისა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილით,რომელი ათბობს,მაგრამ არ წვავს.ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ,ცივ ჩაცინებას.დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან,ანდა წმინდანის ღიმილი,რომელიც ამქვეყნის ძლიერთ მიემართება,ამ იდუმალ ამაღლებულ ღიმილს ჰგავს. (ავტორი გენია.ჯი)
სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩუმი სიხარული,თუ არა ბედნიერების სიხარულში და მწუხარების ტირილში თანამონაწილეობას? რაზე მიგვანიშნებს ეს ღიმილი,თუ არა იმაზე,რომ ეს მიწიერი სიხარული მალე მწუხარებით შეიცვლება,მწუხარებას კი სიხარული მოსდევს.სამწუხაროა,რომ ყველა მიწიერ ცხოველთაგან ორი ყველაზე მეტად გამოხატავს ადამიანთა დარდს – მაიმუნი და აფთარი.ეცადე,რომ შენი სიხარული მაიმუნის გრიმასებს არ ჰგავდეს,მწუხარება კი – აფთრის უაზრო იპოხონდრიას.გაიხსენე დედის ალერსიანი ღიმილი – წმინდანისა,რომელიც თავის თავში მოიცავს სიბრძნეს,წყალობას,სიყვარულსა და მარადიულობას.
დიახ,მარადიულობასაც,რამეთუ სიცილი და ტირილი წარმავალია,ასეთი ღიმილი კი მარადიული”.