უილიამ გოდვინი

უილიამ გოდვინი - დაიბადა 1756 წლის 3 მარტს უისბიჩში (კემბრიჯშერის საგრაფო – ინგლისი),დისენტერული მოძღვრების მქადაგებელთა ოჯახში (დისენტერია გახლავთ,ანგლიკანური ეკლესიის დოგმების უარყოფა).უილიამი გახლდათ დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი,ჟურნალისტი და რომანისტი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ უილიამი იყო მამა ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალის – მერი შელის (“ფრანკენშტეინის” ავტორი) .1773 წელს უილიამმა ჩააბარა დისენტერულ კოლეჯში ჰოკსტონში,ლონდონთან ახლოს.სწავლის დასრულების შემდეგ იწყებს სასულიერო მოღვაწეობას.1784 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი – “ისტორიული ესკიზები და ექვსი ქადაგება”.ფართოდ ეცნობოდა ისეთი გენიოსების ნაწარმოებებსა და შეხედულებებს,როგორებიც იყვნენ – ჟან ჟაკ რუსო,პოლ ანრი ჰოლბახი,კლოდ ადრიან ჰელვეცია და სხვები.მათმა ფილოსოფიურმა ხედვებმა კი მის ფილოსოფიურ და რელიგიურ ხედვებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.თანამშრომლობა დაიწყო ინგლისურ ჟურნალთან,სადაც აქვეყნებდა  სტატიებს.მისი ფილოსოფიური ხედვა მდგომარეობდა შემდეგში:

“საზოგადოება იყოფა ორ კლასად: მდიდრები და ღარიბები.ღარიბები მოსახლეობის 98%-ია.ყველაფერს ღარიბები ქმნიან და გამოიმუშავებენ.თუმცა მათ თავიანთივე ნაშრომიდან არაფერი ხვდებათ.შესაბამისად ისინი მხოლოდ მდიდართა სალაროების გამდიდრებისათვის იღწვიან.ღარიბი ადამიანების შრომა,მხოლოდ ერთეულ მდიდართათვის არის შემოსავლის წყარო და არა თავად მშრომელთათვის.ეს კი საზოგადოებრივ კლასს,არათანაბარ სოციალურ პირობებში აყენებს,რაც ყოვლად მიუღებელია”. (ავტორი გენია.ჯი)

გარდა ფილოსოფიური ნაშრომებისა – უილიამი წერდა პიესებს – “ანტონიოს ტრაგედია”,”ჩოსერის ცხოვრება” და სხვა.მისმა მსოფლმხედველობამ,გარდა წინააღმდეგობებისა და საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოუტანა.1797 წელს უილიამი დაქორწინდა ცნობილ ინგლისელ პუბლიცისტ ქალზე – მერი უოლკროფსტრატზე,რომელიც თავის მხრივ ავტორი იყო ცნობილი წიგნისა “ქალთა უფლებების დაცვა”.მათ თანაცხოვრებაში ორი შვილი შეეძინათ.სამწუხაროდ მერი მეორე ბავშვზე მშობიარობას ემსხვერპლა.უილიამმა,მეუღლის გარდაცვალების შემდეგ,მერის მიუღვნა წიგნი – “ქალთა უფლებების დაცვის ავტორის ბიოგრაფია”.1805 წელს დააფუძნა გამომცემლობა – “ახალგაზრდული ბიბლიოთეკა”,რომელსაც იგი ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.უილიამ გოდვინი გარდაიცვალა 1836 წლის 7 აპრილს,ინგლისის დედაქალაქ ლონდონში. (ავტორი გენია.ჯი)