უილიამ შექსპირი – “სონეტი III”

შეხედე სარკეს და უთხარი შენსავ ორეულს,

რომ დროა,ქვეყნად მისი მსგავსი იშვას არსება,

რომ ამ სამყაროს დედობრივად გრძნობა მორეულს,

მარად შეეძლოს განახლება და დამსგავსება.

***

თანანმეცხედრედ ნუთუ ვერსად ვერ ხედავ ვერცერთს,

ყამირ მიწაზე ნუთუ არ გსურს გაჭრა სავალი,

ან ეგებ გიჯობს,ეგ სხეული სამარედ გექცეს,

და ჩაკლა მასში არშობილი შთამომავალი.

***

შენ შენი დედის სარკე ხარ და ის შენში ხედავს,

ჟამთა წიაღში გადაპენტილ თავის აპრილებს,

მაშ,შენც ჩახედე შვილის სარკეს,სანამ შენს ცხედარს,

დრო არ ყოფნაში გარიყავს და გაინაპირებს.

***

და თუ მეწყვილედ კვლავაც არვინ არ გეტოლება,

ისე მოკვდები მომგონიც კი არ გეყოლება.