“ყველაზე დაბალი მმართველები ისტორიაში”
1. ბენიტო პაბლო ხუარესი – მექსიკის პრეზიდენტი გახლდათ 1858 წლიდან 1872 წლამდე პერიოდში.იგი ხუთჯერ იქნა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე.დღესდღეობით,ბენიტო წარმოადგენს არა მარტო მექსიკის ეროვნულ გმირს,არამედ,მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ტანმორჩილ მმართველსაც.მისი სიმაღლე სულ რაღაც – 135 სანტიმეტრი იყო.
2. ენგელბერტ დოლფუსი – ავსტრიის კანცლერი გახლდათ 1932-1934 წლებში.იგი ცნობილი იყო თავისი შეუპოვარი ბრძოლით ფაშისტების წინააღმდეგ და სწორედ მათივე ხელით იქნა მოკლული 1934 წლის 25 ივლის.იგი ჩვენს ნუსხაში მეორე ადგილს იკავებს.მისი სიმაღლე 148 სანტიმეტრი იყო. (ავტორი გენია.ჯი)
3. დავიდ ბენ-გურიონი – ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახლდათ 1948-1953 წლებში.იგი იყო ის ლეგენდარული პიროვნება,რომელიც ერთ-ერთი დამაარსებელია ისრაელის სახელმწიფოებრიობისა.მის ხსოვნას დღემდე უდიდეს პატივს მიაგებენ სამშობლოში.დავიდ ბენ-გურიონის სიმაღლე – 150 სანტიმეტრი იყო. (ავტორი გენია.ჯი)
4. დენ სიოპიანი – მიუხედავად იმისა,რომ ჩინეთის ოფიციალური მართველი არასოდეს ყოფილა,ფაქტიურად არაოფიციალურად ხელმძღვანელობდა ჩინეთს 1970-დან 1990 წლამდე.იგი მიჩნეული იყო როგორც ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი რეფორმატორი.მისი სიმაღლე 150 სანტიმეტრი იყო.ცნობისათვის,დენ სიოპიანს ეკუთვნის ერთი ცნობილი გამონათქვამი: “არ არის მნიშვნელოვანი კატა თეთრი იქნება თუ შავი,მთავარია თაგვები დაიჭიროს”. (ავტორი გენია.ჯი)
5. იასირ არაფატი – პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის თავჯდომარე,ეროვნული მთავრობის თავმჯდომარე და პრეზიდენტი გახლდათ 1993-2004 წლებში.იასირ არაფატის სიმაღლე სულ რაღაც 155 სანტიმეტრი იყო.